"შტურმის" დირექტორი: კიტეიშვილის სანაცვლოდ 1,5 მილიონი? ქაღალდი ტყუილად არ დახარჯონ

AutoSharing Option
ავსტრიული spox.com-ი აქვეყნებს სტატიას საქართველოს ნაკრებისა და გრაცის "შტურმის" ნახევარმცველ ოთარ კიტეიშვილის შესახებ და ტექსტს კლუბის სპორტულ დირექტორ ანდრეას შიკერის Kronen Zeitung-თან გაკეთებულ კომენტარსაც ურთავს.

გამოცემის მიხედვით, "შტურმში" ძალიან ცოტა ფეხბურთელია, რომლებიც სხვა კლუბების ინტერესს იწვევენ, თუმცა ოთარ კიტეიშვილი სრულიად განსხვავებული შემთხვევაა და მისით თურქული გრანდი "ფენერბახჩე" არის დაინტერესებული.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თურქები ქართველი ნახევარმცველის შეძენას 1-1,5 მილიონ ევროდ გეგმავენ, თუმცა ამ იმედებს "შტურმის" დირექტორატის წარმომადგენელმა ცივი წყალი გადაასხა.

"1,5 მილიონი ევრო? არა, ეს თანხა არ იმუშავებს.

კიტეიშვილის თაობაზე მოლაპარაკებები
არავისთან გვქონია. ჯერ არც არანაირი შემოთავაზება მიგვიღია. თუმცა, თუ ვინმე ასე მცირე თანხის დატანას აპირებს მომართვის წერილში, აჯობებს, ქაღალდს გაუფრთხილდეს", - განაცხადა ანდრეას შიკერმა.

altკიტეიშვილმა გაიტანა - "შტურმი" სახლში 2:0-ს იგებდა და წაგება მოახერხა [VIDEO]




მკითხველის კომენტარები / 8 /
ლოგიკური კომენტარია. კიტეიშვილი ძალიან კრეატიული და პროგრესული მოთამაშეა. დღეს ასეთი მოთამაშეები რამდენიმე მილიონი მაინც ღირს. რატომ უნდა დაისაჯოს, იმიტომ რომ ქართველია? ჩვენც შეგვიძლია გვყავდეს ოთოს მსგავსი ფეხბურთელი, რომელიც თავის გუნდში მაესტროა და ერთ დღესაც დიდ სიტყვასაც იტყვიან ფეხბურთში
რაფა ნადალი
21:42 29-06-2020
0
ჩემი აზრით ამ მომენტისათვის ოთარ კიტეიშვილზე ძლიერი ქართველი ფეხბურთელი არ გვყავს.ძალიან ჭკვიანი და მშრომელია. თამაში მიჰყავს. უკვე რამდენი ხანია სტაბილურად თამაშობს და სტაბილურად უმატებს. რაც შეეხება ჩაკვეტაძეს,ზურიკოს,კვარაცხელიას,ზუსტად ის სტაბილურობა აკლიათ რაც ოთარს აქვს. ფაქტობრივად ეხლა იწყებენ დანარჩენები კარიერას და 1-2 მაღალი დონის თამაში არ არის საკმარისი იმისათვის,რომ შეაფასო როგორც ძლიერი ფეხბურთელი. თუმცა ბევრად პერსპექტიულები არიან ვიდრე თუნდაც ოთარი იყო,მაგრამ არავის სჭირდება 1-2 უმაღლესი დონის თამაში,ფეხბურთელი სტაბილურობით ფასდება.ამიტომ 1,5 მილიონი ძალიან ცოტაა ესეთი დონის მოთამაშეში
საქართველო
06:03 30-06-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული