იქნებ დღეს?! - ქართველმა ფეხბურთელმა შესაძლოა, ლა ლიგაში ლეგენდარული რონალდოს თვალწინ ითამაშოს

AutoSharing Option
ლა ლიგის 33-ე ტურში შესაძლოა, ქართველი ფეხბურთელის დებიუტი შედგეს. საუბარი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და "ლევანტეს" 21 წლის ნახევარმცველ გიორგი ქოჩორაშვილზეა, რომელიც "ვალიადოლიდთან" მატჩის განაცხადშია.

ვალენსიური გუნდი 2 ივლისს, თბილისის დროით 00:00 საათზე, სტუმრად სწორედ ამ გუნდს დაუპირისპირდება.

მოგეხსენებათ, ქოჩორაშვილი საქართველოში "საბურთალოს" აკადემიაში ასპარეზობდა, შემდეგ "ჟირონაში" გადაბარგდა, 2019 წელს კი "ლევანტესთან" ხელი 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა.

ახალგაზრდა ქართველი სამჯერ უკვე გახლდათ ვალენსიელთა სამატჩო განაცხადში, თუმცა მთავარმა მწვრთნელმა ის არ ათამაშა.

საინტერესოა, მისცემს თუ არა მას დღეს პაკო ლოპესი თავის გამოჩენის საშუალებას... თანაც,
ცალკე აღნიშვნის ღირსია, რომ მატჩს დაესწრება ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდო, რომელიც "ვალიადოლიდის" 51%-ს ფლობს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
გამოუცდელ ფეხბურთელს,ჩვეულებრივ იმ შემთხვევაში შეუშვებენ ხოლმე,თუ მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილია,ან შედეგს,დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს,ან კიდევ ნაბიჯი იძულებითია და სხვა კანდიდატურა აღარ არის.ვისურვებდი,გიორგის მაშინ მოუწიოს დებიუტი,როცა მას უკვე შეეძლება დამტკიცება,რომ აკმაყოფილებს ძირითადის დონეს.ამ ბიჭის მიზანდასახულობა რომ ვიცი,მჯერა,რომ შეძლებს ლა ლიგაში თამაშს და აქამდე,დიდი დრო არ არის.
სოსო
13:40 02-07-2020
0
ლა ლიგა არის მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატი და ლევანტე ამ ჩემპიონატი ს ტრადიციული გუნდი იქ შემთხვევით არავინ შეყავთ განაცხადში რადგან შეიყვანეს ესეიგი არის იმ დონეზე რასაც ითხოვს მწვრთნელი და თუ დასჭირდება შეიყვანს სათამაშოდაც
გიო
00:43 02-07-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული