ბელგიური გამოცემა: ჩაკვეტაძემ ისევ უნდა იფრინოს!

AutoSharing Option
ბელგიური გამოცემა voetbalkrant.com-ი აქვეყნებს სტატიას ჟიუპერლიგის 4 "ჩიტის" შესახებ, რომლებსაც წინა წელს არ გაუმართლათ, თუმცა მომავალ სეზონში უნდა იფრინონ და ამ ფეხბურთელებს შორის გიორგი ჩაკვეტაძესაც ასახელებს.

სტატიის დასაწყისშივე ავტორი აღნიშნავს, რომ ამ ფეხბურთელებმა წინა სეზონი რაც შეიძლება მალე უნდა დაივიწყონ. მათ ტრავმის გამო ბევრი გაუცდათ, თუმცა წელს მოედანზე ისე უნდა იყვნენ, როგორც თევზები წყალში.

აი, რას წერს გამოცემა ქართველი შემტევის შესახებ:

"გასულ სეზონში მხოლოდ ერთი სრული შეხვედრა ჩაატარა და 2-ჯერ დაიწყო თამაში ძირითადში. ჩაკვეტაძეს დიდი ხანი გაუცდა ტრავმი გამო, მაგრამ
პლეი-ოფების ეტაპისთვის სრულფასოვან დაბრუნებას ელოდნენ.

ამ გაცდენილ პერიოდს უპირატესობა აქვს - მომავალი სეზონის მზადებას ენერგიით სავსე დაიწყებს."

გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას "გენტი" ბელგიის დასრულებულ ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავიდა და ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებენ.

ავტორი ბექა ბექაური
მკითხველის კომენტარები / 9 /
ეს სეზონი რათქმაუნდა ჩაუვარდა გიორგის ბევრი მიზეზის გამოო და ძირითადი მიზეზი იყოო ტრამვა და ეს გასაგებია და მეც დიდი იმედი მაქვს რომ მომავალ სეზონში ის ითამშებს უმაღლეს დონეზე და თუ მას მართლაც სურს რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს და მოხვდეს წამყვან ევროპულ კლუბში ჯერ უნდა გახდეს ლიდერი გენტში თუ გენტში ვერ დამტკიცებს და ბელგიაში რაც შეუძლია მას სერიოზულად დიდი გუნდები არ შეხედავენ იგივე მისი გუნდელის მაგალითზე დევიდი მოვიდა და ამ სეზონში აჩვენა ყველას ვინც იყოო და რაც შეეძლო და დღეს უკვე ნადირობენ გრანდები დევიდზე და უნდა მიბაძოს მას და მასზეც იქნება მოთხოვნა გრანდებიდან თუ კარგი სეზონი ექნება კლუბში მე დიდი იმედი მაქვს და წარმატებებს ვუსურვებ გიორგის თან ჩემპიოთა ლიგაზე გასვლის შანსიც აქვს გენტს ყველაფერი გიორგიზეა დამოკიდებული და მის თამაშზე.
Giorgi
19:36 02-07-2020
0
სად? ტობოლში?თუ ვოლგოგრადის როტორში
ანტონ პეხნიჩეკი
19:19 02-07-2020
19

სიახლეები პოპულარული