საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ "გენტის" რიგებში ფეხბურთის განახლების შემდეგ პირველივე ამხანაგურ მატჩში გამოიჩინა თავი და საკუთარ გუნდს "ბეერსხოტთან" გამარჯვება მოუტანა - 1:0.
"გენტმა" ორივე ტაიმი განსხვავებული შემადგენლობით ჩაატარა - პირველ ნახევარში გოლის ავტორმა გიორგი ქვილითაიამ ითამაშა, ხოლო მეორე ტაიმი კი მოედანზე სრულად გიორგი ჩაკვეტაძემ დაჰყო.
მოგეხსენებათ, ბელგიის შეწყვეტილ ჩემპიონატში "გენტი" მეორე ადგილზე გავიდა და მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.