ფინანსური პრობლემების გამო მიქელთაძის "როტორი" რუსეთის პრემიერლიგაში ვერ იასპარეზებს

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგაში დაბრუნებული "როტორი", რომლის ღირსებასაც ბექა მიქელთაძე და ნიკოლაი ყიფიანი იცავენ, ქვედა ლიგაში დარჩება, - იტყობინება "Аргументы недели".

გამოცემის მტკიცებით, ამის მიზეზი ვოლგოგრადული კლუბის ფინანსური კრიზისია. რუსეთის პრემიერლიგაში თამაშზე იგივე მიზეზით უარი თქვა მოსკოვის ოლქის "ხიმკიმ". თუ ეს მართლაც ასე მოხდა, უმაღლესი დივიზიონიდან არც ერთი გუნდი არ გავარდება.

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ "როტორი" პრემიერლიგაში ვერ გადავა, ადრეც გავრცელდა, მაგრამ კლუბმა ეს ყველაფერი უარყო.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯუღელთან კავშირი რამე ფორმით ფეხბურთელების ცუდია იმიტომ რომ მხოლოდ საკუთარ ინტერესებს აყენებს,ან ასეთი შეხედულების ადამიანს როგირ უნდა ენდო?უკვე იციან რუსეთში გუნდებმა თუ რა მატყარაცაა რისი დასტურუც არი ლოკომოტივის დირექტორის კიკნაძის ოფიციალური განცხადებ,ტომ რს ადამიანი არის ცრუ ადამიანი
ზაზა
14:59 04-07-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული