championat-ი ირწმუნება, რომ საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი საბა კვირკველია ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას "ლოკომოტივს" დატოვებს და "რკინიგზული" კლუბის მისი შემცვლელის შეძენას გეგმავს.
გამოცემის ცნობით, "ლოკო" კვირკველიას გაყიდვის, იჯარის და კონტრაქტის გაწყვეტის ვარიანტებს განიხილავს, მის პოზიციაზე კი კანდიდატები უკვე შეარჩია, ყველა ისინი 28 წლის საბაზე ახალგაზრდები არიან, რაც ერთ-ერთი კრიტერიუმია.
"ლოკომოტივმა" მარცხენა მცველ მაცეი რიბუსს თანამშრომლობის ერთი სეზონით გახანგრძლივება ხელფასის შემცირებით შესთავაზა, კვირკველიასთან კი ურთიერთობის გაგრძელება არ სურთ. ეს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი", - წერს ჟურნალისტი ანდრეი პანკოვი.
საბა "ლოკომოტივში" 2017 წლიდან თამაშობს,
ხელშეკრულება გაისად უმთავრდება, მისი სატრანსფერო ფასი კი 6.5 მილიონი ევროა.
კვირკველიას "ლოკომოტივის" ხელმძღვანელობა ყოფილი მწვრთნელის, იური სიომინის კადრად მიიჩნევს და რამდენიმე თვის წინ გენერალურმა დირექტორმა ვასილ კიკნაძემ გარკვეული საფასურის სანაცვლოდ კონტრაქტის გაწყვეტა შესთავაზა.

ახალმა მწცრთნელმა მარკო ნიკოლიჩმა ჩვენებური რუსეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში "კრილია სოვეტოვთან" ძირითად შემადგენლობაში კი დააყენა, მაგრამ 69-ე წუთზე შეცვალა.