ტულის "არსენალის" მცველი გია გრიგალავა მოსკოვის "დინამოსთან" მატჩის განაცხადშიც არ იყო, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა ეჭვი, რომ კორონავირუსითაა დაინფიცირებული, თუმცა ეს გუნდის დროებითმა მწვრთნელმა სერგეი პოდპალიმ უარყო.
პოდპალის თქმით, ქართველმა "ახმატთან" შეხვედრაც ტრავმის გამო გამოტოვა, თავად ნახა კლუბის ბაზაზე, რომ კოჭ-წვივი აქვს დასიებული, მკურნალობს და სავარაუდოდ, 2-3 ტურის შემდეგ მწყობრში ჩადგება.
ტულელთა მწვრთნელი იგორ ჩერევჩენკო რამდენიმე დღის წინ გადააყენეს, გუნდს დროებით პოდპალი უდგას სათავეში და "ლოკომოტივიდან" დათხოვნილი იური სიომინის მიწვევა სურთ.