კვარაცხელიამ გამარჯვების მომტანი ჩინებული საგოლე პასი გააკეთა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის პრემიერლიგის 26-ე ტურში "რუბინმა" ყაზანში 1:0 მოუგო "ორენბურგს".

მასპინძელთა გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყვნენ ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია, რომლის პასით 67-ე წუთზე დენის მაკაროვმა გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთმა საიტმა შეცდომით საგოლე გადაცემა მარკო იევტიჩს ჩაუთვალა.

"მატჩპრემიერმა" ხვიჩა შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. მიმდინარე ჩემპიონატის 23 მატჩში მის ანგარიშზე 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

დავითაშვილი 57-ე წუთზე შეცვალეს, კვარაცხელია კი - 83-ზე.

"რუბინი" 30 ქულით მე-11 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 4 ქულით დაშორდა და 9 ივლისს "კრასნოდარს" უმასპინძლებს.

altტაბიძის თანაგუნდელი

მოედნიდან არ გავიდა, ის "რომას" სურს და კვარაცხელიამ სისხლი გაუშრო [VIDEO]

alt"ლოკოს" გენდირექტორი: ჯუღელმა კვარაცხელიას ტრანსფერის საქმეში მოგვატყუა, ახლაც განვიცდი მის დაკარგვას

altკვარაცხელიამ ჯერ სასწაული გოლი გაიტანა, ხოლო შემდეგ სამეფო ასისტი გააკეთა [VIDEO]

altრუსული გამოცემა: "რუბინს" კვარაცხელიასა და დავითაშვილზე მსურველთა რიგი უდგას

მკითხველის კომენტარები / 13 /
პანდემიური პაუზის შემდეგ,ხვიჩა,სულ სხვა,თავის თავში დარწმუნებულ ფეხბურთელად დაბრუნდა.ის უკვე თამამად იღებს თამაშს, თავის თავზე და უკვე გუნდის ლიდერადაც მოიაზრება.ახლა მთავარია სტაბილურობა და ფიზიკური მომზადების კიდევ უფრო მომატება.ცხადია,რომ რუბინი,კარგა ბლომად ფულს იშოვის,მისი გაყიდვით.მუშტარი კი,ჩემპიონატის დასრულებითანავე აუცილებლად ეყოლება.არ ვიცი,რუბინში მის გაზრდაზე მუშაობენ,სათამაშო დრო,შეუზღუდავად აქვს,პროგრესი სახეზეა და შესაძლოა არც ღირდეს, ევროპაში არიქაზე გაქცევა.შუალედური კლუბი,მას არა მგონია დასჭირდეს,რადგან რუბინი,სწორედ ასეთ კლუბად მოჩანს.ტოპ ლიგებში რუსეთიდანაც გადიან ფეხბურთელები და მასაც თავისუფლად შეუძლია,ერთი მათგანი გახდეს.ტექნიკაც აქვს,ხედვაც,აზროვნებაც,მხოლოდ სისწრაფეს და ფიზიკას უნდა მოუმატოს
სოსო
15:36 06-07-2020
0
ნუ წაიღეთ ტვინი ამ მეგრელოფობებმა,ჩვენ ისევე გვიხარია ჩვენი კუთხის წარმომადგენლის წარმატება როგორც კახელს კახელისა და იმერელის იმერლისა,რა ტვინი წაიღეთ ამ ფობიებით!თუ შეიძლება კახელმა დაწეროს მიდი კახელოო რატომ გეჩხირებათ იმის გაგონება რომ ჩვენც გვინდა ვთქვათ მიდი მეგრელოო? დაისვენეთ რაა!!!
ბაჩი
12:22 06-07-2020
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული