რუსეთის პრემიერლიგის 26-ე ტურში "რუბინმა" ყაზანში 1:0 მოუგო "ორენბურგს".
მასპინძელთა გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყვნენ ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია, რომლის პასით 67-ე წუთზე დენის მაკაროვმა გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთმა საიტმა შეცდომით საგოლე გადაცემა მარკო იევტიჩს ჩაუთვალა.
"მატჩპრემიერმა" ხვიჩა შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. მიმდინარე ჩემპიონატის 23 მატჩში მის ანგარიშზე 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.
დავითაშვილი 57-ე წუთზე შეცვალეს, კვარაცხელია კი - 83-ზე.
"რუბინი" 30 ქულით მე-11 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 4 ქულით დაშორდა და 9 ივლისს "კრასნოდარს" უმასპინძლებს.
ევროპა გვინდა და იქ ღირსეული თამაში!!
შეიძლება თუ ყველა იქნა მწყობრში!!