"თუ კარგი შემოთავაზება იქნება..." - რამდენად რეალურია გიორგი არაბიძის გია ცეცაძის გუნდში გადაბარგება

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და "ნასიონალის" შემტევი გიორგი არაბიძე ახალ გუნდს ეძებს.

22 წლის ჩვენებურს "ნასიონალთან" კონტრაქტი კიდევ 2 წლით აკავშირებს, თუმცა მისი პორტუგალიურ გუნდში დარჩენა ნაკლებად სავარაუდოა.

გიორგი ამჟამად თბილისში იმყოფება და "ლოკომოტივთან" ერთად ვარჯიშობს.

Sportall.ge ფეხბურთელს დაუკავშირდა და საინტერესო თემებზე გაესაუბრა.

- ერთი თვეა, რაც "ლოკომოტივში" ვვარჯიშობ და სანამ უცხოეთში წავალ, ასე იქნება. ჯერჯერობით თბილისში ვარ და შემდეგ ვნახოთ, რა იქნება.

- "ნასიონალთან" კონტრაქტი კიდევ რამდენი ხნით გაკავშირებთ?
- კიდევ 2 წელი მაქვს დარჩენილი "ნასიონალთან" კონტრაქტის ამოწურვამდე.

- რას აპირებთ
სამომავლოდ... გაქვთ პორტუგალიურ გუნდში დარჩენის ვარიანტი?
- დარჩენის ვარიანტი როგორ არ მაქვს, მაგრამ მე სხვაგან წასვლა მინდა. ზუსტად ვერ გეტყვით, რა და როგორ იქნება, მაგრამ სავარაუდოდ, განათხოვრებით ან სრული ტრანსფერით რომელიმე გუნდში გადავბარგდები.

- არის რაიმე კონკრეტული შემოთავაზება ამ ეტაპისთვის?
- რა თქმა უნდა, არის, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი არ მსურს... არც იმას დავაკონკრეტებ, რომელი ქვეყნის გუნდებიდანაა ინტერესი.

- როგორც ცნობილია, გია ცეცაძესთან კარგი ურთიერთობა გაქვთ. ის რამდენიმე დღის წინ დაინიშნა "ლვოვის" მწვრთნელად და ხომ არ სურს თქვენი წაყვანა? რამდენად რეალურია ეს ტრანსფერი?
- ჯერჯერობით გიასთან ამ თემაზე არ მისაუბრია. თუ კარგი შემოთავაზება იქნება და პირობები, "ლვოვის" ვარიანტსაც განვიხილავ.
მკითხველის კომენტარები / 12 /
არაბიცის სიზარმაცეზე არცერთ მწვრთნელს არ უსაუბრია, რატომ გგონიათ რომ ზარმაცია? სამწუხაროდ ეტყობა ძალიან მძიმე ხასიათი აქვს და ეგაა მისი მტერი. ბავშვი აღარაა და გონს თუ მოეგება არცერთ ჩვენს ტალანტზე ნაკლები არაა. მე თუ მკითხავთ მარჯვენა ფლანგზე ყველას მაინც არაბიძე ჯობია ნაკრებში, მაგრამ ვაისი ვერ იტანს. ფედერაციასაც ყელში ყავს გაჩხერილი. ერთი ცეცაძე უგებს გიოს და მასაც არც არასდროს დაუღალატებია. ასე რომ ნორმალური მწვრთნელის ხელში კიდევ უფრო გაიხსნება.
emigranti
23 ივლისი 2020 00:25
2
წამო რა თბილისის დინამოში ან ბათუმში შენც იხეირებ და გუნდიც რაის ლვოვი
KA
07 ივლისი 2020 15:37
0
ეგ თუ ცეცაძემ წაიყვანა, დიდ ფეხბურთს ითამაშებს სულ რაღაც 2-3 წელიწადში. რა თქმა უნდა თუ ტრამვამ არ შეუშალა ხელი.
ვასო
07 ივლისი 2020 12:59
2
უკრაინა ძაან ჩიხია ფეხბურთის, არავინ არ აკვირდება იქაურ ჩემპიონატს. უკეთესი იქნება თუ რუსეთში წავა,უფრო იცნობენ ევროპაში. რავი იქნებ ვცდები, არა ვარ ამ საქმის სპეციალისტი, გული მწყდება , ძაან ნიჭიერი იყო
თამაზი
07 ივლისი 2020 12:52
3
თითქოს ჯერ 22 წლის არის და რა დროს მის ჩამოწერაზეა ლაპარკი, მაგრამ ისეთი გეზი აქვს აღებული ყველა ვგრძობთ ამისგან რაც გამოვა, წუხილით ვამბობთ ამას და რა თქმა უნდა წარმატებებს ვუსურვებთ! ყველას გაგვიხარდება რომ ვცდებოდეთ :)
Irakli
07 ივლისი 2020 12:09
0
ეხ არაბიძე არაბიძე...სამწუხაროა რომ ასეთი ნიჭიერი და პერსპექტიული ფეხბურთელი, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებდნენ,ნელ ნელა უფასურდება ლარის კურსივით სამწუხაროდ
სებელი კობა
07 ივლისი 2020 10:25
0
არც პირველი და არც უკანასკნელი განიავებული ქართული ტალანტი, სამწუხაროდ რა თქმა უნდა
ირაკლი ქუთაისელი
07 ივლისი 2020 07:10
0
gagvicrua imedebi samwuxarod sxvebma magaliti unda icodnen rogor ar unda gaplango unichieresi talanti iyo da sad ari da sadunda iyos.P.S giorgi imedia gabrazdebi rom waikitxav am komentarebs sheicvlebi
კახაბერ
06 ივლისი 2020 18:48
0
ეჰ, არა ხარ ძმაო იმაზე მაღალი დონის მოთამაშე, ვიდრე გგონია. ლვოვში გადასვლას რახან ფიქრობს, სადაც არის იქაც არა აქვს ძირითადში ყოფნის იმედი.
: )))))))
06 ივლისი 2020 18:19
2
სამწუხაროდ ამის მაქსიმუმი ლვოვის დონის გუნდები იქნება(მინდა ვცდებოდე)
L.J.
06 ივლისი 2020 18:12
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული