საქართველოს ნაკრებისა და "ლოკომოტივის" მცველი საბა კვირკველია მოსკოვურ გუნდში რჩება. ამის შესახებ ფეხბურთელმა Sportall.ge-სთან საუბრისას განაცხადა.
როგორც იცით, ბოლო პერიოდში რუსულ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ის "რკინიგზელთა" რიგებს დატოვებდა, რაც თავად კვირკველიამ არ დაადასტურა.
"პრესაში ბევრი რამ იწერება. 3 წელია, რაც "ლოკომოტივში" ვარ და ყოველ 3 თვეში ამბობენ, რომ გუნდიდან მივდივარ.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აბსურდია. გუნდის წევრი ვარ, კონტრაქტი მაქვს, ვვარჯიშობ და "ლოკომოტივში" ვრჩები.
თუ კლუბიდან წასვლაზე იქნება საუბარი, უშუალოდ ხელმძღვანელობა დამელაპარაკებოდა და მეტყოდა და ამას პრესის საშუალებით არ
გავიგებდი.
უბრალოდ, ვიღაც ინტრიგანი ჟურნალისტების მონაჭორია. არიან ისეთი ჟურნალისტები, რომლებსაც საქმე არ აქვს და მსგავს სისულელეებს წერენ", - ამბობს კვირკველია.
გულშემატკივარის აზრი მრავალფეროვანია მაგრამ დასანანია ხან დროს ძალიან ინტრიგნული აზრების დემონსტრირებას როცა ხედავ და გესმის..
ისე მე რიგი მიდგას მასწავლებლების იმდენია რომ რავიცი და თქვენ წარმოიდგინეთ ამ კაცს რამდენი ყავს ეგეთი))