"დილას" მცველი ავსტრიის ბრინჯაოს პრიზიორის რიგებში ითამაშებს

AutoSharing Option
ავსტრიული kleinezeitung.at-ის ცნობით, გორის "დილას" მცველი გურამ გიორბელიძე "ვოლფსბერგერში" გააგრძელებს კარიერას.

"ვოლფსბერგერმა" გიორბელიძეს 2+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმა.

გამოცემა მკითხველს აცნობებს, რომ 24 წლის გიორბელიძე მარცხენა მცველია, ადრე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა და ბოლნისის "სიონის" ღირსებას იცავდა.

გიორბელიძემ  4 ივლისს, ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში "ჩიხურასთან" მოგებულ მატჩში (2:0) მიიღო მონაწილეობა.

"ვოლფსბერგერი" ავსტრიის ბუნდესლიგაში მესამე ადგილზე გავიდა და ევროპა ლიგაზე იასპარეზებს.
მკითხველის კომენტარები / 10 /
წარმატებები ბიჭს
ბაჩი
14:41 07-07-2020
0
გვიყურებენ, როგორ არ გვიყურებენ. ხო დიდი არაფერი ჩემპიონატი გვაქვს გარედან რო შეხედო, მაგრამ გვყავს უამრავი ნიჭიერი ფეხბურთელი და და მსგავს კლუბებს აქედან ფეხბურთელის აყვანა ძალიან აწყობთ. ნიჭიერია და თან დიდი ალბათობით უფასოც, ან მაქსიმუმ ძალიან იაფი. მერე ძვირად თვითონ გაყიდიან. ძალიან მომგებია ჩვენი ჩემპიონატი ყველასთვის. წარმატებები ამ ბიჭს. ადვილი არაა მანდ თავის დამკვიდრება. მთავარია შრომა და ნიჭი თავისით გამომჭავნდება
Haaland
13:06 07-07-2020
0

სიახლეები პოპულარული