ავსტრიულმა "ვოლფსბერგერმა" "დილას" მარცხენა მცველის, გურამ გიორბელიძის ტრანსფერი დაადასტურა.
"24 წლის მცველმა "ვოლფსბერგერთან" 2+1 სისტემის კონტრაქტი გააფორმა. კეთილი იყოს შენი მობრძანება, გურამ!", - წერს კლუბის ვებგვერდი.
გიორბელიძის "ვოლფსბერგერში" გადასვლის შესახებ ინფორმაცია ბევრმა ავსტრიულმა საიტმა გაავრცელა.
"ვოლფსბერგერი" ბუნდესლიგაში მესამე ადგილზე გავიდა და ევროპა ლიგის გათამაშებაში ჯგუფური ეტაპიდან ჩაერთვება.