"ვოლფსბერგერმა" გურამ გიორბელიძის ტრანსფერი დაადასტურა

AutoSharing Option
ავსტრიულმა "ვოლფსბერგერმა" "დილას" მარცხენა მცველის, გურამ გიორბელიძის ტრანსფერი დაადასტურა.

"24 წლის მცველმა "ვოლფსბერგერთან" 2+1 სისტემის კონტრაქტი გააფორმა. კეთილი იყოს შენი მობრძანება, გურამ!", - წერს კლუბის ვებგვერდი.

გიორბელიძის "ვოლფსბერგერში" გადასვლის შესახებ ინფორმაცია ბევრმა ავსტრიულმა საიტმა გაავრცელა.

"ვოლფსბერგერი" ბუნდესლიგაში მესამე ადგილზე გავიდა და ევროპა ლიგის გათამაშებაში ჯგუფური ეტაპიდან ჩაერთვება.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ღმერთი შენსკენ ძმაო. წარმატებებს გისურვებ. კიტეს დამსახურებაა რომ ავსტრიელები აქეთ იხედებიან და წაგიყვანეს, იმედი მაქვს შენც ისევე განვითარდები სპორტული თვალსაზრისით როგორც კიტეიშვილი და უფრო დააინტერესებ ავსტრიელებს ქართველი ფეხბურთელებით. ძალიან გამახარებ თუ სასტავში გაიჩითები.
roma bejanidze
18:58 07-07-2020
0
მისასალმებელაი როცა ქართველი ფეხბურთელი ხვდება ასეთ წარმატებულ გუნდში.ასევე მისასალმებელია ის გარემოებაც რომ ეს კონტრაქტი განხორციელდა მედიაში წინასწარი აჟიოტაჟისა და ზედმეტი უადგილო ხმაურის გარეშე.წარმატებები მინდა ვუსურვო ამ ახალგაზრდა ფეხბურთელს...
nodiko
21:19 07-07-2020
0

სიახლეები პოპულარული