ოთარ კაკაბაძემ ტრავმა მოირჩინა და "ლუცერნში" ითამაშა

AutoSharing Option
ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ "ლუცერნში" ითამაშა საქართველოს ნაკრების 25 წლის მცველმა ოთარ კაკაბაძემ.

კაკაბაძე გასულ ტურში "თუნთან" მატჩში განაცხადში იყო, მაგრამ მწვრთნელმა ფაბიო სელესტინიმ მოედანზე არ შეუშვა, "სერვეტთან" დღეს ჟენევაში ჩატარებული გასვლითი შეხვედრის პირველი ტაიმის შემდეგ კი მან მცველი მარკო ბიურკი შეცვალა (83-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო).

იმ მომენტისთვის მასპინძლები 2:0-ს იგებდნენ და მეორე ტაიმში ანგარიში არ შეცვლილა.

29 ტურის შემდეგ "ლუცერნი" 10-გუნდიან ჩემპიონატში 41 ქულით მე-5 ადგილზეა და 12 ივლისს "ლუგანოს" უმასპინძლებს - გავარდნის საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ
ევროტურნირებზე გასვლის თეორიული შანსიღა აქვს.

ოთარმა მიმდინარე ჩემპიონატის 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული