წაიყვანს ჯიმი ტაბიძეს გაზიზოვი "სპარტაკში"?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მცველმა ჯიმი ტაბიძემ შეიძლება რუსეთში გუნდი გამოიცვალოს.

საქმე ისაა, რომ "უფას" აწ უკვე ყოფილი გენერალური დირექტორი შამილ გაზიზოვი "სპარტაკში" ანალოგიურ თანამდებობაზე დაინიშნა. მან გადაყენებული ტომას ცორნი შეცვალა.

"სპორტ-ექსპრესი" გაზიზოვს "უფადან" რამდენიმე ფეხბურთელის და მათ შორის, ტაბიძის წაყვანას ურჩევს:

"ალბათ, "სპარტაკს" დაცვის ცენტრის გაძლიერების ვარიანტების განხილვა მართებს და ყურადღება უფრო გამოცდილ ფეხბურთელებს უნდა მიაქციოს. მაგალითად, ტაბიძეს.

24 წლის ქართველი ფეხბურთელი ართმევებში მიმდინარე ჩემპიონატის ლიდერია (საშუალოდ 3 ართმევა მატჩში). ამას გარდა, ტაბიძე ჩაჭრებში "უფაში" მეორე ადგილზეა (2), მესამე ადგილზეა ბურთის
გამოტანით (4.5) და მეოთხეზე - ბლოკირებით (0.5).

რაც შეეხება გადაცემებს, რაოდენობით მეორეა (41.5%), მეტადრე გრძელ პასებს აკეთებს (3.8 მატჩში). იმის გათვალისწინებით, რომ "სპარტაკი" პრესინგიდან გამოსასვლელად ხშირად იყენებს მსგავსი ტიპის გადაცემებს, ასეთი უნარი სასარგებლოდ წარმოგვიდგენია".

აღსანიშნავია, რომ ტაბიძის პროგრესით ძალიან კმაყოფილია გუნდის მწვრთნელი ვადიმ ევსეევი.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 8 /
დე ლიხტს ბევრად მირჩევნია ჩვენი ჯიმი ის გადავიდა იუვენტუსში ტიპი ნულია და ამას სპარტაკი თუ იყიდისო... ეს მინიმუმ ჩელსიში უნდა თამაშობდეს
Jeyjey
17:19 10-07-2020
0
სპარტაკი და 1-2 წელში ევროპა უნდა დადო ჯიმი
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული