ლობჟანიძის და შენგელიას გუნდებს თურქეთის სუპერლიგიდან გავარდნა ემუქრებათ

AutoSharing Option
მართალია, ზოგიერთ ქართველ გულშემატკივარს თურქეთის სუპერლიგა მაღალი დონის ჩემპიონატად არ მიაჩნია და თქვენ წარმოიდგინეთ, ოთარ კიტეიშვილს ავსტრიის "შტურმიდან" სტამბულის "ფენერბახჩეში" გადასვლას არ ურჩევენ, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის.

ამისათვის ლევან შენგელიასა და საბა ლობჟანიძის მაგალითების მოყვანაც საკმარისია. ისინი არაგრანდ გუნდებში კი გადავიდნენ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ შანსი არაერთხელ მიეცათ, თავი ჩვეულად ჯერ ვერ წარმოაჩინეს.

შენგელიას "ქონიასპორი" 31-ე ტურში სტუმრად 1:3 დამარცხდა "გაზიანთეპთან", ჩვენებური კი სათადარიგო იყო. მან მიმდინარე ტურნირის 21 მატჩში 1 გოლი გაიტანა. ჩემპიონატის დასრულებამდე 3
ტურით ადრე "ქონიასპორი" ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა.

კიდევ უფრო მძიმე ვითარებაშია ლობჟანიძის "ანკარაგიუჯიუ", რომელმაც "გიოზთეპესთან" გასვლაზე ფრეს მიაღწია (2:2). ამ შეხვედრაში ლობჟანიძე შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე, სულ კი მან 12 მატჩში 1 გოლი გაიტანა. ანკარული გუნდი უკანასკნელ პოზიციაზეა და პრაქტიკულად, გავარდნისთვის განწირულია.


მკითხველის კომენტარები / 12 /
ნინუას ყოჩაღ არ იყო გაქცევაზე დაელოდა შემოთავაზებას კარგი გუნდიდან და წავიდა აი შენგელია რომელიც დაფრინავდა დინამოში 6თვეში გაქცევაზე იყო და აი შედეგიც 1 წელი ან 6 თვე მაინც როყოფილიყო ბევრად უკეთესი გუნდი წაიყვანდა აი ლობჯანაზე რავთქვა არ ვიცი რანდერსში საკაიფოდ ყომარობდა და დავიჯერო უკეთესი გუნდი ვერ ნახა მეტს იმსახურრებს
კა
16:32 10-07-2020
0
სტატიის ავტორს ვერ დავეთანხმები. თურქეთის ჩემპიონატი ნამდვილად არაა ტოპ კლასის, იგივე რუსეთისას ორჯერ ჩამოუვარდება. გავიწყდებათ ერთი ფაქტორი კიდევ, ესაა ჩემპიონატის გაშუქება და მისი სილაღე, სპორტული აზარტი. თურქეთის ჩემპიონატი მაგონებს ჩაბნელებულ სტადიონზე თამაშს საღამოს, უკვე რომ ბინდდება და ბურთი რომ ძლივს ჩანს. საბას უდიდესი შეცდომა იყო მანდ გადასვლა - ამაზე მაშინ ვწერდი! უნიჭიერესი კაცია და მანდ რომ ვერ თამაშობს ეგ ჩემპიონატის მაღალ დონეზე კი არ მიუთითებს, არამედ იმაზე, რომ არასწორი მიდგომებია ცალკეულ ფეხბურთელებთან, ფეხებზე კიდიათ და სულ არ ითვალისწინებენ მაგისთვის დამახასიათებელ პლიუსებს, მანერას, ხელს არ უწყობენ მის ზრდას. გაამართლებს გაამართლებს, თუ არა და ფეხებზეც კიდიათ. ისევე როგორც შენგელიას გადასვლა იყო უდიდესი შეცდომა და ამაზეც ვწერდი! კაცი დინამოს ლიდერი იყო , ერთი სეზონიც რომ ეთამაშა ნაკრების წევრიც იქნებოდა შეუცვლელი და შემდეგ წელს რამე კარგ გუნდში გადავიდოდა. ეხლა კიდევ კიტეიშვილი - არც ერთ ვარიანტში არ უნდა გაეკაროს თურქეთს, გადავა თუ არა, სკამზე დასვამენ და სულ 5 ჯერ ათამაშებენ და გაანათხოვრებენ მერე გაზიანთეფში ან რამე საზიზღარ გუნდში. შტურმი უკვე მარტო იმით ჯობია, რომ ასეთ ფორმაშია კაცი, მაქსიმუმს დებს და ნაკრებისთვისაც შეუცვლელი გახდა. არ გააკეთებინოთ ამ კომენტარებით დიდი სისულელე, - დაფიქრდით ფეხბურთელებო - არაა თურქეთი საფეხბურთო ზრდის ადგილი. საიტს ვთხოვ ძალიან, - არ დამიბლოკოთ
გადასარევი გიორგი
14:22 10-07-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული