ლობჟანიძის და შენგელიას გუნდებს თურქეთის სუპერლიგიდან გავარდნა ემუქრებათ

AutoSharing Option
მართალია, ზოგიერთ ქართველ გულშემატკივარს თურქეთის სუპერლიგა მაღალი დონის ჩემპიონატად არ მიაჩნია და თქვენ წარმოიდგინეთ, ოთარ კიტეიშვილს ავსტრიის "შტურმიდან" სტამბულის "ფენერბახჩეში" გადასვლას არ ურჩევენ, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის.

ამისათვის ლევან შენგელიასა და საბა ლობჟანიძის მაგალითების მოყვანაც საკმარისია. ისინი არაგრანდ გუნდებში კი გადავიდნენ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ შანსი არაერთხელ მიეცათ, თავი ჩვეულად ჯერ ვერ წარმოაჩინეს.

შენგელიას "ქონიასპორი" 31-ე ტურში სტუმრად 1:3 დამარცხდა "გაზიანთეპთან", ჩვენებური კი სათადარიგო იყო. მან მიმდინარე ტურნირის 21 მატჩში 1 გოლი გაიტანა. ჩემპიონატის დასრულებამდე 3
ტურით ადრე "ქონიასპორი" ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა.

კიდევ უფრო მძიმე ვითარებაშია ლობჟანიძის "ანკარაგიუჯიუ", რომელმაც "გიოზთეპესთან" გასვლაზე ფრეს მიაღწია (2:2). ამ შეხვედრაში ლობჟანიძე შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე, სულ კი მან 12 მატჩში 1 გოლი გაიტანა. ანკარული გუნდი უკანასკნელ პოზიციაზეა და პრაქტიკულად, გავარდნისთვის განწირულია.


მკითხველის კომენტარები / 12 /
ნინუას ყოჩაღ არ იყო გაქცევაზე დაელოდა შემოთავაზებას კარგი გუნდიდან და წავიდა აი შენგელია რომელიც დაფრინავდა დინამოში 6თვეში გაქცევაზე იყო და აი შედეგიც 1 წელი ან 6 თვე მაინც როყოფილიყო ბევრად უკეთესი გუნდი წაიყვანდა აი ლობჯანაზე რავთქვა არ ვიცი რანდერსში საკაიფოდ ყომარობდა და დავიჯერო უკეთესი გუნდი ვერ ნახა მეტს იმსახურრებს
კა
10 ივლისი 2020 16:32
0
სტატიის ავტორს ვერ დავეთანხმები. თურქეთის ჩემპიონატი ნამდვილად არაა ტოპ კლასის, იგივე რუსეთისას ორჯერ ჩამოუვარდება. გავიწყდებათ ერთი ფაქტორი კიდევ, ესაა ჩემპიონატის გაშუქება და მისი სილაღე, სპორტული აზარტი. თურქეთის ჩემპიონატი მაგონებს ჩაბნელებულ სტადიონზე თამაშს საღამოს, უკვე რომ ბინდდება და ბურთი რომ ძლივს ჩანს. საბას უდიდესი შეცდომა იყო მანდ გადასვლა - ამაზე მაშინ ვწერდი! უნიჭიერესი კაცია და მანდ რომ ვერ თამაშობს ეგ ჩემპიონატის მაღალ დონეზე კი არ მიუთითებს, არამედ იმაზე, რომ არასწორი მიდგომებია ცალკეულ ფეხბურთელებთან, ფეხებზე კიდიათ და სულ არ ითვალისწინებენ მაგისთვის დამახასიათებელ პლიუსებს, მანერას, ხელს არ უწყობენ მის ზრდას. გაამართლებს გაამართლებს, თუ არა და ფეხებზეც კიდიათ. ისევე როგორც შენგელიას გადასვლა იყო უდიდესი შეცდომა და ამაზეც ვწერდი! კაცი დინამოს ლიდერი იყო , ერთი სეზონიც რომ ეთამაშა ნაკრების წევრიც იქნებოდა შეუცვლელი და შემდეგ წელს რამე კარგ გუნდში გადავიდოდა. ეხლა კიდევ კიტეიშვილი - არც ერთ ვარიანტში არ უნდა გაეკაროს თურქეთს, გადავა თუ არა, სკამზე დასვამენ და სულ 5 ჯერ ათამაშებენ და გაანათხოვრებენ მერე გაზიანთეფში ან რამე საზიზღარ გუნდში. შტურმი უკვე მარტო იმით ჯობია, რომ ასეთ ფორმაშია კაცი, მაქსიმუმს დებს და ნაკრებისთვისაც შეუცვლელი გახდა. არ გააკეთებინოთ ამ კომენტარებით დიდი სისულელე, - დაფიქრდით ფეხბურთელებო - არაა თურქეთი საფეხბურთო ზრდის ადგილი. საიტს ვთხოვ ძალიან, - არ დამიბლოკოთ
გადასარევი გიორგი
10 ივლისი 2020 14:22
1
წყალწაღებულ კლუბში ლობჟანიძე კი არა მესი და რონალდუც დაიკარგებიან.ამიტომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.ისე ცუდი ფეხბურთელი არ არის.
ასე მგონია.
10 ივლისი 2020 13:09
0
არაერთხელ მითქვამს რომ თურქეთს საკმაოდ კარგი ჩემპიონატი აქვს,ლობჟანიძე შვეციაში დავრინავდა და თურქეთის აუტსაიდერ გუნდში ვერა და ვერ მოიკიდა ფეხი,არადა ნდობა საკმარისზე მეტი ჰქონდა.
გულშემატკივარი
10 ივლისი 2020 12:33
3
დანიაში შვედეთში კი არა
გელა ვარ ნუგზარაშვილი.
10 ივლისი 2020 14:28
0
ეგ რა შუაშია თავად აირჩიეს ეს გზაფული არჩიეს თორემ სიტყვაზე ქვილითაია დინქმოდქნ ავსტრიის ერთერთ საუკეთესო კლუბში ლიდერი გახდა. ეს პქტარა გგონიათ? თურქეთის წყალწაღებულ გუნდში კიარ წავიდა მერე ტრავმამ უარია ცოტა კარიერა თორე ახლაც შეუძლია ლიდერი გახდეს სიტყვაზე ანორთოსის და მერე გენტის დონის კლუბში თქვას სიტყვა. იგივე შემიძლია ვთქვა რა ვიცი კაკაბაძეზე, აბურჯანიაზე გვილიაზე და კიდე ბევრ ქართველზე. ევროპაშია მხოლოდ ნათელი გზა და არა ანქარაგუჯუში და კრილია სავეტოვში
Haaland
10 ივლისი 2020 10:53
0
ამათს პავმოყვარეობა არ გააჩნიათ და ესე ფლანგავენ თავის ნიჭს.ზარმაცები არიან ხალხო იოლი ფული ურჩევნიათ არ ითამაშებენ კონტრაქტით გაფორმებით მაყუთს მოღუნავენ ოფლის და შრომის გარეშე.მშვენიერი კარგი ჩემპიონატი აქვს თურქეთს მითუმეტეს თუ განვითარება გინდა ფიზიკურად მისწრებაა მაგრამ ამათს მარტო ის ფული რასაც მიცემენ და მერე დაბრუნდებიან საქართველოში ან დინამოში ან რომელიმე კლუბში და ჩაამთავრებენ ესე თავის კარიერას ჩვენ კიდე ნერვებს ვიგლიჯვთ რატო არ ათამაშებენო ეზარებათ ძმაო ამათ სირბილი და ვარჯიში იქ კიდე აფრიკელები არიან არაფერს თაკილობენ თავჩაღუნული შრომობენ რომ რაღაცას მიაღწიოს და აღ წევენ კიდეც ამათ კიდე კიდიათ ბმვ ჯიპის ფულს კი იშოვნიან რომ იბლატავონ და მეტი არაფერი აინტერესებთ
თემური
10 ივლისი 2020 06:17
1
ფაქტი სახეზეა შენგელია დინამოს ლიდერი და საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი იყო ბომბარდირი და წავიდა თურქეთის მეორე ეშელონის კლუბში რომელიც სუპერ ლიგაში დარჩენისთვის იბრძვის მხოლოდ და არანაირი მაღალი მიზნები არ აქვს და შენგელია მხოლოდ 1 გოლის გატანა მოახერხა 20 ზე მეტ თამაში სადაც მას ნდობა და შანსი ქონდა ბევრჯერ იგივე საბა ლობჟანიძე გადავიდა აუტსაიდერ კლუბში აქ დრო მარა მხოლოდ 1 გოლის გატანა მოახერხა 11 თამაში როცა იგივე დანიაში თავის კლუბში წამყვანი ფეხბურთელი იყო და გოლებიც გაქონდა და პასებსაც არიგებდა ასე რომ არ გამოდგა თურქეთი ქართველებისთვის ადვილი ჩემპიონატი.
გიო
10 ივლისი 2020 01:50
1
ახლა ხვდებით რატომ არ აყენებდა ვაისი შენგელიას და ლობჟანიძეს ძირითადში? არიქა ლობჟანიძე გვინდა ნაკრებშიო რომ გაიძახოდა მთელი საქართველო. ტიპი არაა მაგ დონის მოთამაშე. მერე რა რომ დანიაში ვარგოდა. დანიის ის გუნდი,სადაც ეგ თამაშობდა, თბილისის დონამოს დონეა დაახლოებით. მეტი არაფერი. თურქეთში კი სხვა სისწრაფეებია და სხვა მოთხოვნებია. თურქეთში დანიაზე მეტი ფულიცაა ფეხბურთში, შესაბამისად, უკეთესი მოთამაშეები ჰყავთ. თურქეთი ბევრად მეტი დონეა ვიდრე დანიის რანდერსი თუ კიდევ რაღაცა.
შენგელია ხომ საერთოდ, ვერანაირად ვერ მოერგო კონიასპორს, იმიტომ, რომ ეგეც საქართველოს ჩემპიონატზე მაღალი დონის მოთამაშე არაა!!!. არაა და მორჩა.
ჯერი
10 ივლისი 2020 11:46
0
ყოველთვის სარისკოა გასავარდ ზონაში მყოფ კლუბში გადასვლა დიდი ალბათობით ლობჟანიძის გუნდი გავარდება თან შემდეგ ტურში გალათასარაისთან უწევთ თამაში და შენგელიას გუნდს რაღაც შანსები აქ მარა ძალიან ცუდად თამაშობს გუნდი და ალბათ ორივე გავარდება. შენგელია სეზონის დასაწყოსში წავიდა და ვერ გამტყუვნებ მარა აი ლობჟანიძე რატო წავიდა აუტსაიდერ კლუბში თურქეთში ევროპიდან გაუგებარია ჩემთვის მითუმეტეს თავის კლუბში ლიდერი და წამყვანი ფეხბურთელი იყო და ნუთუ სხვა ვარიანტი არ ქონდა გარდა ამ აუტსაიდერი ანკარასი.
გიორგი
10 ივლისი 2020 01:45
1
რატომ წავიდოდა ვერ მიხვდი?ფულის გულისათვის.
Dato
10 ივლისი 2020 08:18
0
კი არ ემუქრებათ გავარდებიან უეჭველი სამწუხაროდ
ehhhh
10 ივლისი 2020 01:32
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული