თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე "მეზეკოვეშდიდან" "ფეჰერვარში" (ვიდეოტონი) გადავიდა.
ზივზივაძის აწ უკვე ყოფილი გუნდი კარგა ხნის განმავლობაში ჩემპიონატზე მეორე ადგილზე მიდიოდა და თასის ფინალშიც გავიდა, მაგრამ სეზონის დასკვნითი ნაწილი ჩააგდო, თასის გარეშე დარჩა, ხოლო ქვეყნის პირველობაზე მე-4 ადგილზე გავიდა.
ბუდუმ ჩემპიონატის 32 მატჩში 8 გოლი გაიტანა და კარიერას მადიართა ვერცხლის პრიზიორის რიგებში გააგრძელებს.
კლუბის სპორტულმა დირექტორმა ზოლტან კოვაჩმა ზივზივაძის პრეზენტაციაზე თქვა, რომ მისი თამაში ორი წლის წინ თბილისის "დინამოსა" და "დუნაისკა" სტრედას" დაპირისპირებებისას ნახეს, გასულ სეზონში კიდევ უფრო კარგად დააკვირდნენ და სასარგებლო
ფეხბურთელი დაიმატეს.
თავად ქართველმა ფორვარდმა აღნიშნა, რომ უნდა გუნდს ჩემპიონატისა და თასის მოგებაში და ევროპა ლიგაზე წარმატებულ ასპარეზობაში დაეხმაროს.