საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ბუბა დაუშვილმა "ანორთოსისთან" 2021 წლის ზაფხულამდე დადებული ხელშეკრულება 1 სეზონით გაახანგრძლივა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფამაგუსტური კლუბი თავისი ვებგვერდით ავრცელებს.
დაუშვილმა განაცხადა, რომ "ანორთოსისთან" თანამშრომლობის გაგრძელებით მოხარულია, კარგია, რომ ფეხბურთელები შეინარჩუნეს და გულშემტკივრებს ქომაგობისთვის მადლობა გადაუხადა.
ის "ანორთოსისში" გასულ წელს გადავიდა და ვადამდე დასრულებულ სეზონში ყველა ტურნირზე 24 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
დაუშვილთან ერთად "ანორთოსისში" გიორგი ლორია, თორნიკე ოქრიაშვილი და ნიკა კაჭარავა ასპარეზობენ.