საქართველოს ნაკრების 25 წლის მცველმა ოთარ კაკაბაძემ ნოემბრის შემდეგ პირველად ითამაშა "ლუცერნის" ძირითად შემადგენლობაში.
კაკაბაძემ ტრავმით გამოწვეული პაუზის შემდეგ 8 ივნისს "სერვეტთან" ითამაშა - 46-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, ამჯერად კი მწვრთნელმა ფაბიო სელესტინიმ "ლუგანოსთან" სასტარტოში დააყენა და არც შეუცვლია.
აღსანიშნავია, რომ 61-ე წუთამდე "ლუგანო" 3:0-ს იგებდა, შემდეგ კი ოთარის პასით შიურფმა ანგარიში შეამცირა, მერე მარჯოტამ პენალტით დალაშქრა მეტოქის კარი, ხოლო 77-ე წუთზე შიურფმა დუბლი შეასრულა და თავის გუნდს ქულა მოუპოვა - 3:3.
30 ტურის შემდეგ "ლუცერნი" 42 ქულით მე-5 ადგილზეა და 14 ივლისს სტუმრად ლიდერ "სენტ გალენს" დაუპირისპირდება.
კაკაბაძემ შვეიცარიის მიმდინარე ჩემპიონატის 14 მატჩში 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.