12 წლის შემდეგ პირველად - ქართველმა "ლა ლიგაში" ითამაშა

AutoSharing Option
"ლევანტეში" 21 წლის ნახევარმცველ გიორგი ქოჩორაშვილის დებიუტი შედგა.

ქოჩორაშვილი უკვე ლა ლიგის რამდენიმე მატჩში იყო განაცხადში, დღეს, 36-ე ტურში, "ბილბაოსთან" საშინაო შეხვედრაში კი მწვრთნელმა პაკო ლოპესმა 89-ე წუთზე რუბენ როჩინას ნაცვლად შეუშვა შეცვლაზე.

"ლევანტე" 1:2 დამარცხდა, მაგრამ ქართველი გულშემატკივრისთვის მთავარია, რომ გიორგიმ პრიმერაში ითამაშა. ბოლო ასეთი ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე იყო, რომელიც ასევე "ლევანტეს" რიგებში 2008 წელს გამოდიოდა.

ის "საბურთალოს" აკადემიის აღზრდილია, 2018 წელს "ჟირონაში" გადავიდა, ხოლო 2019 წელს "ლევანტემ" სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

"ლევანტე" 43 ქულით მე-12 ადგილზეა, ევროტურნირებზე ვერ
გავა, თუმცა არც გავარდნის საფრთხე ემუქრება და 16 ივლისს ვიგოში "სელტას" დაუპირისპირდება. იმედია, მომავალ შეხვედრებში ჩვენებურს უფრო მეტი სათამაშო დრო და თავის გამოჩენის საშუალება მიეცემა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
...
ქოჩორაშვილი ქოჩორაშვილია და წარმატებები მას...
19:26 13-07-2020
0
ეხლა მთავარია თამაშიც ისწავლოს და ძუნძულიდან სირბილზე გადავიდეს, ეს კი არც თუ ისე ადვილია.
მიდი გიო მიაწექი, შენ შემოგყურებს მთელი თეთრიწყარო და ჩუმათელეთი. იხარე ჭერო, ჩაკვდი მტერო! აი ასე...
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
14:15 13-07-2020
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული