კვარაცხელია "რუბინის" გაჭირვების ტალკვესია - თავისი გუნდი ცსკა-სთან მარცხისგან იხსნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"რუბინს" მხსნელად კვლავ ხვიჩა კვარაცხელია მოევლინა

რუსეთის პრემიერლიგის 28-ე ტურში "რუბინმა" მოსკოვში ფრეს (1:1) მიაღწია ცსკა-სთან.

სტუმრები 0:1-ს აგებდნენ, როდესაც 88-ე წუთზე კვარაცხელია მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და ნახევარმცველმა ივან ობლიაკოვმა მოცელა. თავიდან მსაჯმა ჩათვალა, რომ სიმულაციას ჰქონდა ადგილი და ყვითელი ბარათი უჩვენა, თუმცა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ გაფრთხილება გაუუქმა, პენალტი დანიშნა, რომელიც მარკოვმა გამოიყენა და - 1:1.

ყაზანურ გუნდში 78-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე ზურიკო დავითაშვილი, რომელსაც 83-ე წუთზე გოლის გატანა მეკარე იგორ აკინფეევმა არ დაანება, ხოლო არმიელთა რიგებში შესვენებამდე ითამაშა კონსტანტინე
მარადიშვილმა.

"რუბინი" 34 ქულით მე-9 ადგილზეა და 16 ივლისს "როსტოვს" უმასპინძლებს. თუმცა დარჩენილ ორ შეხვედრას ყაზანური გუნდისთვის პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს, ვინაიდან რუსეთის უმაღლეს დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.

მკითხველის კომენტარები / 26 /
დარწმუნებული ვარ სლუცკი უკვე ახლა ფიქრობს იმაზე რომ მომავალ სეზონში როგორ ააწყოს გუნდი ხვიჩას გარშემო სისწრაფე და ფიზიკური სიძლიერე რომ მოიმატოს მაშინ მართლა ვეღარავინ გაჩერებს იმაშიც 100% ვარ დარწმუნებული და ფაქტია რომ ხვიჩა რომ არ ყოლოდა რუბინს დღეს გასავარდნ ზონაში იქნებოდა ეს გუნდი წარმტებები რუბინს იმედი მაქვს დავითაშვილიც ძირითადში დაიბრუნებს ადგილს ზურიკოც ძალიან ნიჭიერი ბიჭია და მასაც დიდი პოტენციალი აქვს ტოპ ფეხბურთელობის.
Giorgi
13 ივლისი 2020 01:32
2
ძალიან მოჭედავდა,მაგრამ რასაც ვუყურე,ცსკას მიერ მიღებული 6 გაფრთხილებიდან,ორი კვარაცხელიაზე აიკიდეს.შესაძლოა მეტიც იყოს.კომენტატორები რუბინის ტაქტიკაზე ხუმრობდნენ,მიაწოდეთ ბურთი ხვიჩას,ის კი რაიმეს მოიფიქრებსო.მართლაც მოიფიქრა.
სოსო
12 ივლისი 2020 22:50
0
ჰო,კიდევ,პენალტის ეპიზოდში,მსაჯმა ჯერ გააფრთხილა ხვიჩა,სიმულაციისათვის,მაგრამ შემდეგ,ჩანაწერის ნახვის შემდეგ,პენალტი დანიშნა და გაფრთხილება მოუხსნა,მაგრამ ამ შემთხვევაში,უკვე აშკარად,მცველს ეკუთვნოდა გაფრთხილება და ეს მისთვის, მეორე გაფრთხილება იქნებოდა.ესე იგი გაძევება.
სოსო
13 ივლისი 2020 11:09
0
ვუყურე თამაშს, ხვიჩა მთელი თამაში გამორჩეული იყო! მახიოლ ჯიმა! ზურიკოც კარგად შემოვიდა!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
13 ივლისი 2020 01:27
2
რატო გაქვთ შენგელიას მიმართ ამ ჟურნალისტებს ორმაგი სტანდარტები როცა კვარაცხელია გმირია და თოკო მოღალატე?!
Semi
12 ივლისი 2020 23:56
13
არასწორი მაგალითი მოგყავს... კვარაცხელიას მსგავსად ბევრი ქართველი თამაშობს რუსეთში, მაგრამ მსგავსი რეაქცია არავიზე ყოფილა.. აქ საუბარია იმაზე, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი არ უნდა თამაშობდეს ცსკა-ში, რთული გასაგებია თუ არ გინდათ რომ გაიგოთ? ეხლა ისიც არ მითხრა, რა მნიშვნელიბა აქვს კაპიტანი იქნება თუ რიგითი მოთამაშეო... თუ მასეა, დატოვოს კაპიტნობა და გადააბაროს ვინმე სხვას, იმიტომ რომ კაპიტანს უფრო მეტი მოეთხოვება...
paradox
13 ივლისი 2020 00:27
32
თუ ძმა ხარ რა, პრეზიდენტობის კანდიდატი ყავდათ ნაცებს კგბ-შნიკი და კალათბურთის კაპიტანი რა გახდა?
Paradox-ს
13 ივლისი 2020 11:48
3
ყველა გამოხმაურება
ხვიჩა ნამდვილად გაჭირვების ტალკვესია მაგ გუნდისთვის, ჩემი აზრით ხვიჩას რაც სჭირდება ეს არის უფრო მეტი აგრესია, უნდა ირწმუნოს საკუთარი თავის და მეტი უნდა აიღოს საკუთარ თავზე. სამუშაო აქვს მოძრაობიდან დარტყმაზე და პასზე. პროგრესი ნამდვილად აქვს... ზურიკოც კარგი იყო დღეს.
kaka
12 ივლისი 2020 22:49
0
გენაცვალე კვარა ძაან მაგარი დრიბლინგიაქ მეამაყები
KA
13 ივლისი 2020 00:06
0
რაც ჩემპიონატი განახლდა არცერთი თამაში არ მაქვს გამოტოვებული და თამამად ვიტყვი, რომ ხვიჩა ყველა თამაშში გუნდის უდავო ლიდერი და საუკეთესო მოთამაშე იყო მოედანზე, ბრავო მეგობაროო მეტი რა მეთქმის ასე განაგრძე.
გიგა
13 ივლისი 2020 00:26
1
ვახ შე მაგარო!! მაგარ ფორმაში იყო ცსკა და რეალური შანსი ქონდა ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრილიყო მაგრამ ხვიჩამ ცივი შხაპი გადაასხა!!! ისედაც ნერვები აგვიშალა ამ ცსკამ და ხვიჩამ შეუსრულა არმიის კლუბს... მაგრად ითამაშა სამჯერ მასზე მიიღეს ყვითელი ბარათი, თან მის წინააღმდეგ ბრაზილიელი რუსეთის ნაკრების მცველი თამაშობდა!! მოსკოვის ლოკომოტივსაც დაეხმარა ამ გოლით.
zaza
12 ივლისი 2020 22:47
2
კვარაცხელია 01:20-ზე უკვე იღიმება, თითქოს იცის, რომ ვიდეოგამეორებით პენალტი დაინიშნება...
ლევანი
12 ივლისი 2020 22:54
0
თუ გაგახსენდებათ ჯერ კიდევ პანდეემის დროს რამდენ საკუთარი სოფლის ოჯახს დაეხმარა ხვიჩა პირველ რიგში შეგნებებული ადამიანია და ღირსეული სპორცმენი, მარტო იმ ხალხის ლიცვა გეყოფა ჩემო ხვიჩა, სასწაულ ფორმაშია და მართლა ეტყობა რომ დიდ ფეხბურთს ითამაშებს წარმატებები ( ლიტუში გრუზინ❤️)
Batumi90
13 ივლისი 2020 19:06
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული