ომი ანკარაში - ლობჟანიძის გუნდმა "გალათასარაის" მოუგო, თერიმმა "ანკარაგიუჯიუს" წარმომადგენლებს შეაგინა [PHOTO]

AutoSharing Option
საბა ლობჟანიძის "ანკარაგიუჯიუ" თურქეთის სუპერლიგაში დასარჩენად გააფთრებული იბრძვის.

32-ე ტურში ანკარულმა გუნდმა სახლში 1:0 მოუგო "გალათასარაის", საბა ლობჟანიძე კი ძირითად შემადგენლობაში იყო, ძალიან აქტიური გახლდათ, პირველ ტაიმში ანგარიშის გახსნის კარგი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან, შემდეგ პოლონელი ნახევარმცველი კონრად მიხალაკი მეკარეს პირისპირ შეჰყარა, მაგრამ მან შანსი ვერ გამოიყენა. ის 74-ე წუთზე შეცვალეს.

გოლი 34 წლის არგენტინელმა ოსკარ სკარიონემ პენალტით 62-ე წუთზე გაიტანა.

ნამატჩევს სტუმართა გუნდის მწვრთნელ ფათიხ თერიმს ტრიბუნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს და მან მათ შეაგინა. თურქული პრესის ცნობით, გვირაბში ფეხბურთელებმა იჩხუბეს.

Sportall.Ge

მიუხედავად
გამარჯვებისა, "ანკარაგიუჯიუ" უკანასკნელ ადგილზეა, თუმცა ლიგაში ადგილის შენარჩუნების შანსს ინარჩუნებს.

ლობჟანიძის გუნდს ორი მატჩი აქვს დარჩენილი - 19 ივლისს "ანტალიასპორს" უმასპინძლებს, ხოლო 26 ივლისს სტუმრად "დენიზლისპორს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ანკარა"გურჯუს" მარტო მე ვკითხულობ ხოლმე :დდ ? ანუ ვიცი რო არაა ეგრე მარა მეკითხება ხოლმე დ
0
წარმატებებს ვუსურვებ ლობჟანიძესაც და შენგელიასაც.თუ იჩხუბეს,ალბათ დისკვალიფიკაციებს აჰკიდებენ ფეხბურთელებს და ეს, კიდევ უფრო დაამძიმებს სიტუაციას.
სოსო
09:37 13-07-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული