რუსულმა სპორტულმა საიტმა Sportbox-მა სტატია მიუძღვნა საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას და საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
"19 წლის ვუნდერკინდი, რომელზეც "ლოკომოტივმა" უარი თქვა, საკუთარი ასაკისთვის გასაკვირად, კარგ ფეხბურთს თამაშობს. "არმიელებთან" შეხვედრაში არა მარტო ტექნიკითა და პოზიციურად სწორი თამაშით გაიბრწყინა, არამედ სათამაშო დისციპლინითაც, რომელიც მისი თანატოლებისთვის უცხო რამ არის.
როგორ შეაჩერა მარიო
ხვიჩას შეხვედრაში არც ისე მარტივი დავალება ჰქონდა, რადგან მის ფლანგზე მარიო ფერნანდესი თამაშობდა და როგორ შეუძლია მას შეტევა და დაცვა, ყველამ კარგად იცის. სწორედ ამიტომ, კვარაცხელიას
ერთ-ერთი მოვალეობა "არმიელთა" მარჯვენა მცველის წინააღმდეგ დაცვაში თამაშიც იყო, რასაც საერთო ჯამში, თავი კარგად გაართვა. წინსვლის საშუალებას არასდროს აძლევდა, ხშირად შედიოდა ფიზიკურ კონტაქტში და ვარდნებითაც ართმევდა ბურთს. ფერნანდესს ასე დიდი ხანი აღარ გაუგრძელებია და პარტნიორების დახმარება გამოიყენა - საფირმო "კედლით" გადაჭრა საჯარიმომდე მისვლის საკითხი, თუმცა ესეც დიდი შრომის ფასად უჯდებოდა.
ლეკურის რიტმში
დაცვითი ფუნქციების ფონზე შეტევაში აქტიურად წასვლის მოვალეობა მისთვის არავის ჩამოურთმევია და ამ საქმეს სიამოვნებითაც აკეთებდა. შეტევაში კარგი თამაშისათვის კი ქართველს ყველა საჭირო უნარი გააჩნია. ბრწყინვალედ ეპყრობა ბურთს, მისი დამუშავებისთვის მოძრაობათა მინიმუმი სჭირდება, რის შემდეგაც ეგრევე დრიბლინგზე მიდის.
22-ე წუთზე ცსკა-ს სამ ფეხბურთელს გაუმკლავდა, რამდენიმე წუთის შემდეგ ართმევაზე წასული მარიო ფერნანდესი 1 მოძრაობით ჩამოიშორა, 39-ე წუთზე კი პარტნიორისაგან გადაცემის მიღების შემდეგ საჯარიმოში შეიჭრა და მცველებს რომ არ დაეფარათ კარგად, იქნებ გაეტანა კიდეც.
თან, ამ ყველაფერს მსუბუქად მოძრავი ქართველი ერთი ამოსუნთქვით აკეთებდა, თითქოს "ლეკურს" ცეკვავსო. ისიც ვთქვათ, რომ ერთ-ერთ ეპიზოდში საკუთარი თავი ზედმეტად შეაფასა, კოხტა ფინტით ერთი მოწინააღმდეგე ჩამოიშორა და რთულ სიტუაციაში მეორე "არმიელის" ლამაზადვე მოტყუება სცადა, ბურთი დაკარგა და კონტრშეტევაზე "რუბინმა" ლამის გოლი გაუშვა.
როცა თავხედობა ცალკე ბედნიერებაა
კიდევ ერთი რამ, რაც აშკარად გვხვდება თვალში, ეს ახალგაზრდა ფეხბურთელის საფეხბურთო თავხედობაა, რაც მისი ამპლუის მოთამაშისათვის ცალკე ბედნიერება გახლავთ. ნათელია, რომ ბიჭს არანაირი კომპლექსი არ გააჩნია, საკუთარ ძალებში ეჭვი არ ეპარება, ოპონენტების ავტორიტეტს არ ცნობს. სწორედ ეს შობს იმ უტიფრობას, რომლის დახმარებითაც მოწინააღმდეგეებს უმკლავდება.
მაგალითად, მეორე ტაიმში აბეზარმა ნახევარმცველმა ის მოახერხა, რაც ერთი შეხედვით შეუძლებელია - წყობიდან მარიო ფერნანდესი გამოიყვანა. 59-ე წუთზე ხვიჩამ მეტოქეს ბურთი წაართვა და ისე დაიტოვა, რომ ფერნანდესს წესების დარღვევა მოუწია და ყვითელი ბარათითაც "დასაჩუქრდა". სწორედ ლეგიონერის თავხედობამ მოუპოვა პენალტი "რუბინს": საჯარიმოში ისე შეიჭრა, თითქოს საკუთარ სახლში შესულიყო და ეს გამოხდომა "არმიელის" მხრიდან წესების დარღვევით შესრულებულმა ვარდნამ შეაჩერა.
ამდენი მოღალატე არცერთ ერს არ ჰყავს.
რუსეთი ფედერაციული სახელმწიფოა და მრავალ ეთნიკური ყაზანი არის თათრული კლუბი ეთნიკურად თათრები ცხოვრობენ ყაზანში ისევე როგორ გზონი არის ჩეჩნური კლუბი ანჟი დაღესტნური და კრასნოდარი ყუბანური ჩვენი მონათესავე კავკასიელების კლუბებია და ა.შ რეალურად ნამდვილი რუსული კლუბები არის სპარტაკი ცსკა ზენიტი დინამო მოსკოვი ლოკომოტივი.