milliyet: ნიკა ნინუას "ბეშიქთაშში" ტრანსფერი გადაწყვეტილია

AutoSharing Option
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თურქული გამოცემა milliyet-ი თბილისის "დინამოს" ნახევარმცველ ნიკა ნინუას შესახებ წერს და აცხადებს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს "ბეშიქთაშის" ფორმის მოსარგებად დღეებიღა დარჩა.

"ქართველი ფეხბურთელი ნიკა ნინუა, რომელიც "ბეშქთაშს" დაუკავშირეს, მოუთმენლად ელის, როდის ჩაიცვამს "შავ-თეთრების" მაისურს.

რამდენიმე კვირის წინ დაწყებული მოლაპარაკებების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ თურქულმა კლუბმა ტრანსფერი ფეხბურთელსა და "დინამოსთან" შეათანხმა და გარიგების გაოფიციალურებამდე ხელმოწერა იყო დარჩენილი.

ქართულ მხარეს თუ დავაკვირდებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტრანსფერი უკვე შედგა. 21 წლის ფეხბურთელი უკვე აღარ ჩნდება "დინამოს" შემადგენლობაში და ზედიზედ მესამე შეხვედრაც
გამოტოვა.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ფეხბურთელის სოციალური მედია კვირების განმავლობაში დახურულია. რაც მედიაში "ბეშიქთაშის" ინტერესზე დაიწერა, თურქული კლუბის ფანების ოდენობა ნინუას მიმდევრებში საგრძნობლად გაიზარდა და ახალგაზრდამ საკმაოდ ბევრი შეტყობინება მიიღო. სწორედ ამიტომ, ნინუამ პროფილი დახურა და დღემდე ასეა."

მკითხველის კომენტარები / 16 /
შენა და თუ რუსეთი და ცესკა არის ცუდი ტონი ქართველისთვის, ეს საუკუნოვანი მტერი და მართლა ჩვენი გამნადგურებელი თურქეთი არაუშავს? თუ უბრალოდ ისტორია არ ვიცით და რუსეთი გვახსოვს და ეგაა!
ვაჟა
10:35 15-07-2020
6
ესე რამ გაგაბოროტათ და რამ დაგბოღმათ იმის მაგივრად რო გაამხნევოთ და მისთვის ერთ-ერთ ყველაზე გადამწყვეტ მომენტში კარიერაში წარმატებები უსურვოთ პირიქით ერთი სული გაქვთ რო რამე ცუდი დაწეროთ დაგახრჩობთ მალე ეგ ბოღმა
გიორგი
23:19 14-07-2020
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული