milliyet: ნიკა ნინუას "ბეშიქთაშში" ტრანსფერი გადაწყვეტილია

AutoSharing Option
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თურქული გამოცემა milliyet-ი თბილისის "დინამოს" ნახევარმცველ ნიკა ნინუას შესახებ წერს და აცხადებს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს "ბეშიქთაშის" ფორმის მოსარგებად დღეებიღა დარჩა.

"ქართველი ფეხბურთელი ნიკა ნინუა, რომელიც "ბეშქთაშს" დაუკავშირეს, მოუთმენლად ელის, როდის ჩაიცვამს "შავ-თეთრების" მაისურს.

რამდენიმე კვირის წინ დაწყებული მოლაპარაკებების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ თურქულმა კლუბმა ტრანსფერი ფეხბურთელსა და "დინამოსთან" შეათანხმა და გარიგების გაოფიციალურებამდე ხელმოწერა იყო დარჩენილი.

ქართულ მხარეს თუ დავაკვირდებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტრანსფერი უკვე შედგა. 21 წლის ფეხბურთელი უკვე აღარ ჩნდება "დინამოს" შემადგენლობაში და ზედიზედ მესამე შეხვედრაც
გამოტოვა.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ფეხბურთელის სოციალური მედია კვირების განმავლობაში დახურულია. რაც მედიაში "ბეშიქთაშის" ინტერესზე დაიწერა, თურქული კლუბის ფანების ოდენობა ნინუას მიმდევრებში საგრძნობლად გაიზარდა და ახალგაზრდამ საკმაოდ ბევრი შეტყობინება მიიღო. სწორედ ამიტომ, ნინუამ პროფილი დახურა და დღემდე ასეა."

მკითხველის კომენტარები / 16 /
დილადან გიორბელიძეც გადავიდა ავსტრიაში მარა მაინც თამაშობს სანამ წავა.ამას არ ეკადრება?ასე უცებ აიყარა ჯიგარი აღმზრდელ დინამოზე?თუ დინამო უკვე აღარაა მისი დონე?
Master
14 ივლისი 2020 14:57
6
შენგელია დინამოს ლიდერი იყო და ქონიაში სკამს ხეხავს, ნინუას რა პერსპექტივა უნდა ჰქონდეს ბეშიქთაშში?(სათამაშო დროს ვგულისხმობ)
Gio
14 ივლისი 2020 17:45
7
სკამზე როდის იჯდა შენგელია რატო ავრცელებ ტყუილს თუ არ იცი სტატიკა ნახე თამაშების 60-70 წუთს ყოველთვის თამაშობდა მარა შედეგი ქონდა 0 ვერაფერი გააკეთა ქონიაში შენგელიამ 1 გოლი გაიტანა მთელ სეზონში და ბოლო თამაშებში უკვე დასვეს სკამზე რადგან მისმა ტრანსფერმა კლუბისთვის არ გაამართა.
ზურა
14 ივლისი 2020 19:03
1
იმედია მართლა გადაწყვეტილია და არაა საქმე ისე რავარც საქართველოს ნატოში შესვლა.დდდ კარი ღიაა მარა კერ ვერ შამოგიშოფო.
Kkk
14 ივლისი 2020 17:23
2
თენა ნაღდჲ ამბე რე
ბაჩი
14 ივლისი 2020 13:50
5
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული