ვლადიმირ ვაისი ნინუას "ბეშიქთაშში" ტრანსფერზე: მას შეუძლია დიდი ფეხბურთელი გახდეს

AutoSharing Option
თურქული გამოცემა aspor.com.tr საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისს დაუკავშირდა და თბილისის "დინამოს" ნახევარმცველ ნიკა ნინუას შესახებ ჰკითხა, რომელიც სტამბულის "ბეშიქთაშში" გადასვლასთან ახლოსაა.

"ნიკა ნინუას 16 წლიდან ვიცნობ. ვფიქრობ, რომ ერთა ლიგის შეხვედრებისთვის ეროვნულ გუნდში გამოვიძახო და შანსი მივცე.

"ბეშიქთაშს" თურქეთში ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. თუ ეს ტრანსფერი შედგება, ნინუასთვის ძალიან წარმატებული ნაბიჯი იქნება.

ნიკა ნინუა ისეთი ფეხბურთელია, რომელსაც საჭირო კონცენტრირების შემთხვევაში საკუთარი ნიჭის გამოყენება შეუძლია. მას დიდ ფეხბურთელად ჩამოყალიბების პოტენციალი აქვს. ტრანსფერი თუ
განხორციელდა, ფეხბურთელის კარიერაში დიდი ნახტომი იქნება", - თქვა ვლადიმირ ვაისმა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ერთხელ კოწია და დიმიტრი გულია ერთ სუფრაზე ისხდნენ და გულია თავგამოდებით უმტკიცებდა კონსტანტინე გამსახურდიას, რომ ის აფხაზია იმიტომ, რომ იქ დაიბადა და გაიზარდა, რაზეც კოწიამ მიუგო: საჯინიბოში რომ დაბადებულიყავი, ცხენი იქნებოდიო? ეს ისე, ვერ გავიგე რა დაიწყეთ ეს მეგრელებმა, მეგრელობაზე ხაზგასმა, მეგრელი ვარ, მაგრამ პირველ რიგში ქართველი ვარ!!!
ნონუას იმერლობაზე
15:01 01-07-2020
0
აქ ჩანს რუსების აფსუების კომმენტარები "კგბ"-ის დავალებით.რუსები თუ შეძლებენ საქართველოს თავის ორბიტაზე დაბრუნებას მერე ნახეთ აფსუებმა და მათზე აყოლილმა ვაი მეგრელებმა როგორ წაგიღებთ რუსების ფსელი. ისე ეგრის ვენაცვალე და ეგრისი იყო, იმერეთს ვენაცვალე და იმერეთი იყო და ა.შ. და ყველა საქართველო იყო სიხარულში. მაშინ როცა არ იყო რუსეთი. აი მერე გამოჩნდა როცა გამოჩნდა რუსეთი და ჩუქჩებიც რუსები გახადეს. ხოდა მალე დადგება დრო როცა აფსუებს რუსები ეტყვიან თქვენ თავი ჩუქჩებზე უკეთესი რითი გგონიათო
giorgi
11:59 27-06-2020
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული