კვარაცხელიაზე "ნადირობა" დაიწყო - ესპანური ვარიანტი გამოუჩნდა და "კრასნოდარი" მის შეძენას ცდილობს

AutoSharing Option
ტყუილად როდი შიშობდნენ "რუბინის" გულშემატკივრები, რომ ხვიჩა კვარაცხელიას შენარჩუნებას ვერ შეძლებდნენ.

matchtv.ru-ს ცნობით, კვარაცხელიას შეძენას მალე "კრასნოდარი" შეეცდება, რომელიც რუსეთის პრემიერლიგაში მესამე ადგილზეა და ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაიწყო.

გამოცემის მტკიცებით, ყუბანური კლუბი ხვიჩას ჯერ კიდევ 2019 წელს აკვირდებოდა, მაგრამ მაშინ ჩათვალეს, რომ რა თანხაც მასში მოსთხოვეს, იმდენი არ ღირდა. მას შემდეგ ქართველის სატრანსფერო ფასი გაცილებით გაიზარდა.

ხვიჩას "რუბინთან" კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და "რუბინის" მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი მისი შენარჩუნებით ძალიანაა დაინტერესებული, თუმცა ყველაფერი შეთავაზებული თანხის ოდენობაზეა დამოკიდებული.

matchtv.ru აღნიშნავს, რომ არაა გამორიცხული ხვიჩას ერთ-ერთ ესპანურ გუნდში გადასვლა.

მკითხველის კომენტარები / 20 /
გააფუჭენ რა სიტყვაა??????? გააფუჭენ,გააფუჭენ... ს ასო რომ უნდა დაწერო ნ-ს მაგივრად სკოლაში არ გასწავლე(ნ)ს???
ქ.ბათუმი. ქუთაისის ქუჩა.
22:48 14-07-2020
0
dzalian kargi taoba modis da nakrebshi kargi mwvrtneli gvinda rom ertiani birtvi chamoyalibdes. warmatebebi tviteul matgans.
giorgi068
16:53 14-07-2020
2

სიახლეები პოპულარული