ტყუილად როდი შიშობდნენ "რუბინის" გულშემატკივრები, რომ ხვიჩა კვარაცხელიას შენარჩუნებას ვერ შეძლებდნენ.
matchtv.ru-ს ცნობით, კვარაცხელიას შეძენას მალე "კრასნოდარი" შეეცდება, რომელიც რუსეთის პრემიერლიგაში მესამე ადგილზეა და ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაიწყო.
გამოცემის მტკიცებით, ყუბანური კლუბი ხვიჩას ჯერ კიდევ 2019 წელს აკვირდებოდა, მაგრამ მაშინ ჩათვალეს, რომ რა თანხაც მასში მოსთხოვეს, იმდენი არ ღირდა. მას შემდეგ ქართველის სატრანსფერო ფასი გაცილებით გაიზარდა.
ხვიჩას "რუბინთან" კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და "რუბინის" მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი მისი შენარჩუნებით ძალიანაა დაინტერესებული, თუმცა ყველაფერი შეთავაზებული თანხის ოდენობაზეა დამოკიდებული.
ხვიჩას "რუბინთან" კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და "რუბინის" მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი მისი შენარჩუნებით ძალიანაა დაინტერესებული, თუმცა ყველაფერი შეთავაზებული თანხის ოდენობაზეა დამოკიდებული.
მოკლედ, რაც არ უნდა მაგარი იყო, ფულის წინაშე ყველა მარცხდება და თუ დასჭირდა დიდ მაყუთს შეუძლია გააფუჭოს კიდეც.
ხვიჩა კვარაცხელია არის 21-ე საუკუნის აღმოჩენა, ეს ბიჭი, ქინქლაზეზე უფრო დიდი ალმასია და მისი კარიერის დასაწყისი, ამერიკელების მთვარეზე გაფრენის ტოლია...
მოკლედ, საქართველოს ეზრდება დიდი ვარსკვლავი, ეხლა მტავარია ტრამვა არ აიკიდოს, ტრამვა და ფიზიკურად გახდეს ძლიერი.
საიკუნეა ესეთი ტალანტი არ გვყოლია და თვალის ჩინივით უნდა გაფრთხილება. უნდა გადავიდეს იქ, სადაც ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობენ და არა ძალისმიერს, როგორც რუსეთშია, რუსი ფეხბურთელები ცხენებივით დარბიან და ჯორივით ამტანები არიან... ესპანეთი, მისთვის სხვა ლიგას ვერ ვხედავ, მარა დავიჯერო ეს ინფო, მართლა მართალია ????
ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ქართველი ფეხბურთელი რუსეთში წავა თურქეთში თუ ამერიკაში სათამაშოდ თუ იქ მას დაფასებენ ენდობიან და კარგ პირობებს შეუქმნიან დაეხმარებიან და ნაკრებშიც გამოძახებაზე პრობლემებს არ შეუქნიან სადაც უნდა იქ ითამაშოს მე სადაც არ უნდა იყვნენ წარმატებებს ვუსურვებ ყველა ქართველ ფეხბურთელს.