კვარაცხელიაზე "ნადირობა" დაიწყო - ესპანური ვარიანტი გამოუჩნდა და "კრასნოდარი" მის შეძენას ცდილობს

AutoSharing Option
ტყუილად როდი შიშობდნენ "რუბინის" გულშემატკივრები, რომ ხვიჩა კვარაცხელიას შენარჩუნებას ვერ შეძლებდნენ.

matchtv.ru-ს ცნობით, კვარაცხელიას შეძენას მალე "კრასნოდარი" შეეცდება, რომელიც რუსეთის პრემიერლიგაში მესამე ადგილზეა და ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაიწყო.

გამოცემის მტკიცებით, ყუბანური კლუბი ხვიჩას ჯერ კიდევ 2019 წელს აკვირდებოდა, მაგრამ მაშინ ჩათვალეს, რომ რა თანხაც მასში მოსთხოვეს, იმდენი არ ღირდა. მას შემდეგ ქართველის სატრანსფერო ფასი გაცილებით გაიზარდა.

ხვიჩას "რუბინთან" კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და "რუბინის" მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი მისი შენარჩუნებით ძალიანაა დაინტერესებული, თუმცა ყველაფერი შეთავაზებული თანხის ოდენობაზეა დამოკიდებული.

matchtv.ru აღნიშნავს, რომ არაა გამორიცხული ხვიჩას ერთ-ერთ ესპანურ გუნდში გადასვლა.

მკითხველის კომენტარები / 20 /
ჯობია დარჩეს ჯერ ჯერობით რუბინში ამ გინდში ძირითადში ადგილი გარანტირებული აქვს მომავალ სეზონში ამ გინდის ლიდერიც გახდება დიდი ალბათობით და მერე უკვე გრანდში მოხვედრის ძალიან კარგი შანსი ექნება
giorgi
13 ივლისი 2020 21:16
5
ლიდერია ახლაა.და მართლა სად უნდა წავიდეს 19წლის ბიჭი?გავკარი კრასნოდარს იქ ოქრიმს საიცარი გოლები შეაგდო და რიცა გაუხარდებოდათმაშIნ ათამაშებდნენ.რუბინიდან თუ წავა ევროპაშI სხვაგან რა აზრიაქ?
Mosexoneli
14 ივლისი 2020 01:30
0
დაუწყენ ამასაც ღიჭინი ესპანეთი არა მადაგასკარი კიდე სადაც არის მიხედავენ იქ და როცა მზად იქნება არავინ შეაფერხებს კარგი მწვრთნელის ხელშია.
Zaza
13 ივლისი 2020 23:45
2
ჩაკვეტაძე ხომ გადაიყვანეთ უკვე ევროპულ გრანდში ახლა კვარაცხელია გადაგყავთ, ჭორაობას როდის უნდა შეეშვან?!
?!
14 ივლისი 2020 09:38
0
რაც მალე აახვევს რუსეთიდან მით უკეთესი.
ზას.
13 ივლისი 2020 22:52
4
ადამიანმა თვითონ გადაწყვიტა რუსეთში თამაში და მის გადაწყვიტილებას პატივი უნდა ვცეთ ყველამ.
ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ქართველი ფეხბურთელი რუსეთში წავა თურქეთში თუ ამერიკაში სათამაშოდ თუ იქ მას დაფასებენ ენდობიან და კარგ პირობებს შეუქმნიან დაეხმარებიან და ნაკრებშიც გამოძახებაზე პრობლემებს არ შეუქნიან სადაც უნდა იქ ითამაშოს მე სადაც არ უნდა იყვნენ წარმატებებს ვუსურვებ ყველა ქართველ ფეხბურთელს.
Giorgi
14 ივლისი 2020 12:21
0
არ არის გამორიცხული რომ ცსკა მთავარ მწვრთნელს შეელიოს და მაშინ სლუცკი მთავარი კანდიდატი იქნება,ხოლო სლუცკის ჯილა რომ არის ხვიჩა კარგად ვიცით. ხვიჩა ცსკაში არ გადახვიდე, იმედია ხვიჩა სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. კრასნოდარი ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობს, ჯერ ეს ჭორებია ყველაფერი მერე გამოჩნდება
zaza
13 ივლისი 2020 22:09
2
ბატონებო ვის გინახავთ რუსეთიდან ვინმე ევროპულ გუნდში გაეშვათ, გამოწურავენ ბოლომდე, როგორც მის წინა მორბედებს, რუსეთში წასული ფეხბურთელის კარიერა დასაღუპად არის განწირული... იმედია კვარაცხელია გამონაკლისი იქნება
ბესარიონ
14 ივლისი 2020 10:11
2
სად უნდა დარჩეს ? ლიგაში სადაც ყველა გარდა კრადნოდარისა ე.წ . ბეი-ბეგის თამაშობს?

სანამ აქვს შანსი უნდა წავიდეს ესპანეთში თორემ მერე გავა დრო და იქნება ისევ როტორუ-კამაზი-ვოლგა
მიხაელ
13 ივლისი 2020 21:56
2
წავა ეხლა ჩაკვეტაძესავით ამაზეც ზღაპრების წერა. ესპანეთიდან რეალს უნდა თუ ბარსას
gio
14 ივლისი 2020 08:58
1
კრასნოდარი საერთოდ არ მიმაჩნიანრუსულ კლუბად კავკასიური კლუბია და კავკასიელები ჩვენი ახლობელი ხალხები არიან და აბა ნებისმიერ ჩეჩენს ინგუშს ან დაღესტანელს კითხოს ვინმემ თუ თავს თვლიან რუსებად მათ შენარჩუნებულინაქვთ საკუთარი წარმომავლობა ჩვენ უბრალოდ ისტორიამ დაგვაშორა თორე ყოველთვის ერთმანეთის ახლობელი ხალხები ვიყავით
გიო
14 ივლისი 2020 03:48
27
კავკასიური კლუბი არა კვახი!
joi zaza
14 ივლისი 2020 09:41
0
ააა ეხლა გაგიხდათ კრასნოდარი ჩვენად? არ გინდათ რა ხვიჩა კვააცხელიას გაპრავება, ვითომ რუსეთში არ არის და რუსულ გუნდში არ თამაშობს. ეგ საკენკები ბავშვებს დაუყარეთ, ეგენიც აღარ ჭამენ მგონი თვენს ტყუილებს.
guga
14 ივლისი 2020 09:20
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული