კვირკველიას სიტუაცია მძიმდება - მის პოზიციაზე "ლესტერის" მცველის აყვანას ცდილობენ

AutoSharing Option
როგორც ჩანს, მოსკოვის "ლოკომოტივი" საბა კვირკველიასთან დამშვიდობებას აპირებს - ის რუსეთის ჩემპიონატის უკანასკნელ მატჩში "უფასთან" (1:1) 90+2-ე წუთზე შეუშვეს შეცვლაზე, იქამდე კი, წინა ორ შეხვედრაში ("სოჭისთან" და "სპარტაკთან") სათადარიგო იყო.

championat-ის ცნობით, "ლოკომოტივი" ცენტრალურ მცველს ეძებს და "ლესტერს" 22 წლის ხორვატის, ფილიპ ბენკოვიჩის (სიმაღლე 194 სმ) იჯარით აყვანაზე ოფიციალურად მიმართა.

Sportall.Ge

ბენკოვიჩი "ლესტერმა" 2018 წელს ზაგრების "დინამოსგან" 14.5 მილიონ ევროდ შეიძინა და ჯერ "სელტიკში" გაანათხოვრა, შემდეგ კი - "ბრისტოლში".

ის ხორვატიის ყველა ასაკობრივ ნაკრებში თამაშობდა, ეროვნულ გუნდში კი 1 მატჩში აქვს
მონაწილეობა მიღებული.

მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგით რაა ? ამათი მთავარი პრობლემა გგონიათ უთამაშებლობაა ? თამაში რომ უნდოდეთ გაცილდებოდნენ რუსეთს!!!
ამათი პრობლემა რუბლის გაუფასურებაა , კი აძლევენ ამათ ოხრად რუბლს მაგრამ დოლარი სულ უფრო ცოტაა
მიხაელ
21:58 13-07-2020
3

სიახლეები პოპულარული