"გენტის" სეზონის ტოპ-ათეულში 3 უკრაინელია და არც ერთი ქართველი

AutoSharing Option
"გენტის" გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად გასული სეზონის გუნდის 10 საუკეთესო ფეხბურთელი დადგინდა.

პირველ ადგილზე 20 წლის კანადელი თავდამსხმელი ჯონათან დავიდი გავიდა, რომელიც მართლაც გამორჩეული იყო და 2 581 ხმა მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ათეულში სამივე უკრაინელი მოხვდა - რომან იარემჩუკი, იგორ პლასტუნი და რომან ბეზუსი.

Sportall.Ge

შეგახსენებთ, "გენტში" გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია თამაშობენ.

ვადამდე დასრულებულ ბელგიის ჩემპიონატზე "გენტი" მეორე ადგილზე გავიდა, ახალი სეზონი კი მომავალ თვეში დაიწყება და 9 აგვისტოს, ჩემპიონატის პირველ ტურში სტუმრად "ანტვერპენს" შეხვდება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 6 /
გიო ყველგან ათამაშდება გარდა ბელგიისა! ბელგია ქვეყანაც კი არ არის, საერთოდ არაფერი არ არის!
aburjga
11:08 14-07-2020
6
რათქმაუნდა მიკერძოებული ვარ, მაგრამ რა უნდა ჩაკვეს გენტში? სასაცილოა გენტის ძირითადში რომ ვერ ხვდება და მეტი არაფერი. ცოტა მეტი თავის პატივისცემა და რისკი ჭირდება ფეხბურთელს. ჩაკვე ისეთი დონეა ნახევარი წელი თუ გუნდში შეხედავს რომ არ ათამაშებენ ეგრევე წასვლაზე უნდა დაიწყოს ფიქრი.
სულ2
02:18 14-07-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული