"გენტის" სეზონის ტოპ-ათეულში 3 უკრაინელია და არც ერთი ქართველი

AutoSharing Option
"გენტის" გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად გასული სეზონის გუნდის 10 საუკეთესო ფეხბურთელი დადგინდა.

პირველ ადგილზე 20 წლის კანადელი თავდამსხმელი ჯონათან დავიდი გავიდა, რომელიც მართლაც გამორჩეული იყო და 2 581 ხმა მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ათეულში სამივე უკრაინელი მოხვდა - რომან იარემჩუკი, იგორ პლასტუნი და რომან ბეზუსი.

Sportall.Ge

შეგახსენებთ, "გენტში" გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია თამაშობენ.

ვადამდე დასრულებულ ბელგიის ჩემპიონატზე "გენტი" მეორე ადგილზე გავიდა, ახალი სეზონი კი მომავალ თვეში დაიწყება და 9 აგვისტოს, ჩემპიონატის პირველ ტურში სტუმრად "ანტვერპენს" შეხვდება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 6 /
გიო ყველგან ათამაშდება გარდა ბელგიისა! ბელგია ქვეყანაც კი არ არის, საერთოდ არაფერი არ არის!
aburjga
14 ივლისი 2020 11:08
6
ბარსელონა ჯობია.
martlaaa
14 ივლისი 2020 12:27
0
რათქმაუნდა მიკერძოებული ვარ, მაგრამ რა უნდა ჩაკვეს გენტში? სასაცილოა გენტის ძირითადში რომ ვერ ხვდება და მეტი არაფერი. ცოტა მეტი თავის პატივისცემა და რისკი ჭირდება ფეხბურთელს. ჩაკვე ისეთი დონეა ნახევარი წელი თუ გუნდში შეხედავს რომ არ ათამაშებენ ეგრევე წასვლაზე უნდა დაიწყოს ფიქრი.
სულ2
14 ივლისი 2020 02:18
1
შენნაირი მრჩევლები რომ ყავთ ქართველებს, იმიტომაც დახტუნაობენ უაზრო გუნდებში. თუ კონკურენციის გაძლება არ შეგიძლია ან წინ ვერ მიდიხარ, მაშინ დიდ სპორტში რა გინდა? ჩაკვეს მძიმე ტრამვა ქონდა, აღდგენას დრო უნდა და თამაში. ეხლა რომ წავიდეს ვინ დააყენებს ძირითადში, ან გენტზე დაბალ გუნდში უნდა გადავიდეს?. გენტში უნდა დაამტკიცოს ხელმეორედ რომ მაგარია. აგე, ქვილითაია. იმის მაგივრად რომ თავდაუზოგავად ევარჯიშა, იმუქრებოდა სხვაგან გადავალო (ასე ეწერა ქართულ პრესაში). იმიტომაც არ მოიაზრება ძირითადის ფეხბურთელად.
martlaaa
14 ივლისი 2020 12:25
1
მთელი ზესონი გაუცდა და როგორ იქნება მანდ?? დარწმუნებული ვარ რომ მომავალ სეზონში ჩაკვე დამტკიცებს ყველაფერს და წარმატებები მას უდიდესი პოტენციალის და ნიჭის მქონე ფეხბურთელია და ყველაფერი მასზეა დამოკიდებული ყველაფერი.
წინ აქვს მთელი კარიერა და უნდა იშრომოს ივარჯიშოს და ყველას დაუმტკიცოს თავისი შესაძლებლობები წარმატები ჩაკვეს.
ზურა
13 ივლისი 2020 21:59
0
რა თამაშსაც ველოდი ჩაკვეტაძისგან გენტში ის ამიხდა რუბინში კვარაცხელიასგან არადა ვფიქრობდი ევროპა ჯობდა რუსეთის პრემიერ ლიგას იმედი მაქვს გიო მომავალ სეზონში ათამაშდება და ყველას დაუმტკიცებს იმას თუ რაც შეუძლია ბელგიაშიც და საქართველოშიც წარმატებები ჩაკვტაძეს და ქვილითაიას.
Giorgi
13 ივლისი 2020 21:56
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული