ხვიჩა კვარაცხელია თვით გაზაევმა აღიარა და ტურის სიმბოლურში შეიყვანა

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის ყოველი ტურის სიმბოლურ გუნდს სპეციალურად championat-ისთვის სახელმწიფო დუმის ეროვნებათა კომიტეტის თავმჯდომარე ვალერი გაზაევი ადგენს. მან 28-ე ტურის სიმბოლურ გუნდში "რუბინის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია შეიყვანა, რომელმაც ცსკა-სთან მატჩში (1:1) პენალტი მოინადირა და თავის გუნდს ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

გაზაევმა ქართველის თამაში შემდეგნაირად შეაფასა:

"კვარაცხელია ცსკა-ს წინააღმდეგ "რუბინის" მთავარი ფეხბურთელი იყო. მუდმივად ცდილობდა სიტუაციის გამწვავებას, ჭკვიანურ გადაცემებს იგონებდა, მეტოქეებს ატყუებდა. სწორედ ხვიჩამ დრიბლინგის საშუალებით გამოიმუშავა პენალტი, რომლითაც ყაზანელებმა ანგარიში გაათანაბრეს."

altკვარაცხელიაზე "ნადირობა" დაიწყო - ესპანური ვარიანტი გამოუჩნდა და "კრასნოდარი" მის შეძენას

ცდილობს

alt"როცა თავხედობა ბედნიერებაა" - რუსული გამოცემა კვარაცხელიას აქებს

altკვარაცხელია "რუბინის" გაჭირვების ტალკვესია - თავისი გუნდი ცსკა-სთან მარცხისგან იხსნა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
მესმის რასაც ამბობ მაგრამ ვინმე გაზრდილი და ოდნავ მაინც წინ წასულა მანდ? ქართველებზე მაქვს საუბარი აგერ კვირკველია დარჩა არ წავიდა როცა დრო იყო და დაეწყო დაღმასვლა. იმედია ხვიჩა, ზურიკო და ტაბიძე როგორც შენ ამბობ განვითარდებოდა და გადავლენ სადმე თორე ჭაობის რა ეს რუსეთი ჯუღელზე არაფერს ვამბობ
Tbiliski
06:01 14-07-2020
1
ჩვენ გულშემატკივრებს გენტის მწვრთნელათანნგვქონდა პრეტენზია რომჩაკვეს რატო არ ათამაშებსო ?? მთელი სტატიები იყო დაწერილი ამაზე და ახლა ხვიჩას 19 წლის ბიჭს სლუცკი რუსეთის პრემიერ ლიგაში ძირითადში ათამაშებს და ბოლომდე ენდობა და ეხმარება და ზოგიერთები წერენ რო რა უნდა მაგ გუნდში წავიდეს მაქედანოო ვისაც ფეხბურთი ესმის ყველა დამეთამება რო ამ ეტაპზე ეს გუნდი მისთვის ძალიან კარგი გაზდისთვის ჩამოყალიბებისთვის და მისი შესაძლებლობების დემონსტრირებისადა მომატებისთვის წარმატებები ხვიჩას
გიო
00:09 14-07-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული