ლევან შენგელიას გუნდმა ლიდერს საოცარ მატჩში სძლია - ჩვენებური კვლავ სათადარიგო იყო

AutoSharing Option
თურქეთის სუპერლიგის 32-ე ტურში ლევან შენგელიას "ქონიასპორმა" სახლში 4:3 დაამარცხა ლიდერი "ისტანბული".

შეხვედრის დასრულებამდე 20 წუთით ადრე მასპინძლები 3:1-ს იგებდნენ, მაგრამ სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. თუმცა 85-ე წუთზე ქონიელებმა გამარჯვების გოლი გაიტანეს.

ამ გამარჯვებით "ქონიასპორმა" გასავარდნ ზონას თავი დააღწია, მაგრამ ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ჯერ გადაწყვეტილი არაფერი არ არის.

"ქონიასპორი" 18 ივლისს გასვლაზე "ტრაბზონსპორს", ხოლო 26 ივლისს საკუთარ მოედანზე "ალანიასპორს" დაუპირისპირდება.

თურქეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი აუტსაიდერის ამბავი, რა თქმა უნდა, მხოლოდ შენგელიას გამო მოგიყევით, მაგრამ სამწუხაროდ, ის ბოლო 2 შეხვედრაში
სათადარიგოა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
დატეულიყო დინამოში და გაეგრძელებინა ისე თამაში აჯობებდა, ახლა დაიწყება მაგის პროწიალი ევროპის ჭ ლიგებში, დასრულდება რუსეთის ჭ ლიგაში და პენსიონერი ჩამოვა საქართველოში
zviadi
09:25 14-07-2020
2
შენგელიას თურქეთში გადასვლა იყო დიდი სისულელე. აბა რამდენ ლაიქს დააგროვებს :))
გადასარევი გიორგი
03:59 14-07-2020
10

სიახლეები პოპულარული