ცნობილმა რუსმა სპორტულმა ჟურნალისტმა ვასილი უტკინმა ყაზანის "რუბინის" ქართველ ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ გააკეთა კომენტარი.
"ბევრი შეიძლება იმაზე საუბარი, რომ ცსკა-მ "რუბინთან" გამართულ მატჩში ვერ გაიმარჯვა, თუმცა, იმედია, არ მიწყენთ. როგორ ფიქრობთ, რისთვის იყიდა "რუბინმა" კვარაცხელია?!
სწორედ იმიტომ, რომ მას გუნდისთვის შედეგი მოეტანა; იმიტომ, რომ გაზრდილიყო. აი, შეხედეთ: "ურალის" კარი ვარდნაში გიჟური გოლით დალაშქრა. აქ ცსკა-სთან წაიღო ბურთი და პენალტი მოიპოვა, ბრწყინვალე მოძრაობით ჩამოიშორა მოწინააღმდეგე, რომელმაც შემდეგ წააქცია", - თქვა უტკინმა "ეხო მოსკვის" ეთერში.
19 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერლიგის
მიმდინარე გათამაშებაში 25 შეხვედრა ჩაატარა, ძირითად შემადგენლობაში კი 12 მატჩი დაიწყო. მოედანზე გატარებულ 1286 წუთში ხვიჩამ 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.