უკრაინის ლიგის ქართველმა ბომბარდირმა ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უკრაინის პირველი ლიგის 23-ე ტურში პეტროვეს "ინგულეცი" გასვლაზე ლუცკის "ვოლინს" დაუპირისპირდა და მეტოქე ქართველი ფორვარდის, ნიკა სიჭინავას მიერ გატანილი ერთადერთი გოლით დაამარცხა - 1:0.

გოლი კი ქართველს მართლაც ჩინებული გამოუვიდა - პირველივე წუთზე პარტნიორისაგან მაღალი ბურთი მიიღო მეტოქის საჯარიმოში და ულამაზესი "მაკრატელათი" გახსნა ანგარიში. სიჭინავა მეორე ტაიმში შეცვალეს - მის ნაცვლად მოედანზე ფოთის "კოლხეთისა" და ქუთაისის "ტორპედოს" ექსნახევარმცველი ვოლოდიმირ კორობკა გამოვიდა, რომელიც 82-ე წუთზე მოედნიდან გააძევეს.

ნიკასთვის ეს ჩემპიონატში გატანილი მე-16 გოლი გახლდათ და პირველი ლიგის ბომბარდირთა სიას დამაჯერებლად ლიდერობს.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა მოედანზე მხოლოდ 1507 წუთი გაატარა.

"ინგულეცმა" კი ამ გამარჯვებით 47 ქულა დააგროვა და პირველ ლიგას სათავეში ჩაუდგა. პეტროველები პრემიერლიგაში დაწინაურების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატები არიან.

ავტორი გიორგი ღავთაძე

მკითხველის კომენტარები / 3 /
საქართველოს ნაკრების ყველაზე დიდი პრობლემაა ცენტრალური თავდამსხმელის პოზიცია და ეს ბიჭი კი მეორე ლიგაში თამაშობს ახლა მარა 25 წლისა ახალგაზრდაა ფეხბურთელია ბევრი რამ კიდე წინ აქვს მაღალია ათლეტური 16 გოლი აქვს გატანილი და მისი გუნდი პრიველ ადგილზეა შემდეგ სეზონში გადმოდის ეს გუნდი უმაღლეს ლიგაში და იქაც თუ ასეთი შედეგები ექნება უკეთეს გუნდში გადავა და იგივე უკრაინის ჩემპიონატი საერთოდ არაა დაბალი დონის 11 თუ მე 12 ადგილზეა მსოფლიოში და ეს ის ჩემპიონატია რომელიც ტოპ 5 მერე მოდის და ჩვენ საქართველოს კიდე დასაკარგი ფეხბურთელები არ გვყავს წარმატებები ნიკას იმედი მაქვს მომავალ სეზონშიც იგივე და უფრო უკეთესი შედეგები ექნება.
ზურა
20:12 15-07-2020
0
სიჭინავა ნაკრებში!!!!!
:D :D :D ;D
ვაჟკაცობა 1x1 -ზე
16:38 15-07-2020
3

სიახლეები პოპულარული