ქოჩორაშვილი: ლა ლიგაში დებიუტზე გაჩერებას არ ვაპირებ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მოგეხსენებათ, კვირას, 12 ივლისს, "ლევანტეს" ქართველ ნახევარმცველ გიორგი ქოჩორაშვილს ლა ლიგაში დებიუტი ჰქონდა და 12 წლის შემდეგ ჩვენი პირველი თანამემამულე გახდა, რომელმაც ესპანეთის უმაღლეს ლიგაში ითამაშა.

21 წლის ფეხბურთელმა "ლევანტეს" ოფიციალურ ვებგვერდს ინტერვიუ მისცა და საკუთარ გეგმებზე ისაუბრა.

"ძალიან ბედნიერი ვარ, "ლევანტეს" შემადგენლობაში დებიუტი რომ მქონდა. ლა ლიგაში თამაში ჩემი ოცნება იყო, ახლა კი ამაზე გაჩერებას აღარ ვაპირებ.

18 წლის ასაკში 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშე, შემდეგ კი 2 წელი "ჟირონაში" გამოვდიოდი. მაშინ მივიღე "ლევანტესაგან" შემოთავაზება. დავინახე, რომ ძალიან კარგი გუნდი
იყო და აქ როგორც მოთამაშეს და როგორც ადამიანს, ზრდის შანსი მექნებოდა. საოცარ ხალხთან ერთად მიწევს ყოფნა.

მოედანზე კი ისეთი ფეხბურთელი ვარ, რომელიც თამაშში ყველაფერს დებს. ძალიან მიყვარს ბურთთან ერთად ყოფნა, ბევრი მოძრაობა და გუნდისთვის, როგორც დაცვაში, ისე თავდასხმაში დახმარება", - თქვა გიორგიმ.

ინტერვიუს დანარჩენ ნაწილში კი იმას ამბობს, რაზეც უკვე გვეწერა და ქვევით მოცემულ სტატიაში შეგიძლიათ იხილოთ.



მკითხველის კომენტარები / 10 /
Oh, habla español con fluidez! ჰაბლა და მერე რავა კარგად ჰაბლა!
Hola
17:56 15-07-2020
0
me alegro por ti chavalote, sigue asi
Megreli
17:46 15-07-2020
0

სიახლეები პოპულარული