შვედეთის ჩემპიონატის მერვე ტურში გიორგი ხარაიშვილის "გეტებორგი" "ჰელსინგბორგს" მასპინძლობს.
ამ მატჩში ანგარიში ქართველმა შემტევმა მე-11 წუთზე გახსნა.
შეხვედრის 31-ე წუთისთვის მასპინძლები 1:0-ს იგებენ.
გიორგი ჩემპიონატზე მეხუთე მატჩს ატარებს და პირველი გოლი გაიტანა - მან გასულ ტურში "იურგორდენთან" თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.