ხვიჩას სპექტაკლი - სლუცკი და ყაზანური პუბლიკა აღფრთოვანებულია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის პრემიერლიგის ბოლოსწინა, 29-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის "რუბინი" საკუთარ მოედანზე "როსტოვს" დაუზავდა - 0:0.

ყაზანურმა გუნდმა წინა ტურში მოახერხა პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნება და ამჯერად ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე ითამაშა.

"რუბინი" უპირატესობას ფლობდა, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებული კვარაცხელია შეუჩერებელი იყო, ატყუებდა მცველებს, დასარტყმელ პოზიციაზე გაჰყავდა პარტნიორები, თვითონაც ჰქონდა გოლის გატანის შესაძლებლობა, მაგრამ მეკარემ არ დაანება. ბოლოს, როდესაც ბურთს მიიღებდა, გულშემატკივრები ოვაციებს უმართავდნენ.

"მარცხენა ფლანგზე კვლავ ბრწყინავდა ხვიჩა. ქართველის ერთ-ერთი გარღვევის შემდეგ იგნატიევმა ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს.

მეორე ტაიმში კვარაცხელია
მეურვეებს გაურბოდა, გაორმაგებული ენერგიით ატყუებდა და მაყურებლებისთვის ნამდვილი წარმოდგენა მოაწყო. მატჩის დასასრულს სამი მოწინააღმდეგე მოატყუა, დაარტყა კიდეც, თუმცა მეკარე პესიაკოვმა არ გაატანინა გოლი, რომელიც შესაძლოა, ტურში საუკეთესო გამხდარიყო", - წერს "რუბინის" საიტი.

Sportall.Ge

მატჩისშემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტმა "რუბინის" მწვრთნელ ლეონიდ სლუცკის კითხვა დაუსვა, რომელზეც მან ამომწურავი პასუხი გასცა.

- დღეს კვარაცხელიამ მრავალი მომენტი შექმნა. რატომ ვერ გაიტანა?
- 2001 წელს დაბადებული მოთამაშე რომ თავად იღებდეს ბურთს, თავად ატყუებდეს, თავად გაჰქონდეს, თავად აკეთებდეს ყველაფერს... რა თქმა უნდა, ასეთი ფეხბურთელი გვინდა გუნდში გვყავდეს და მას არსებითად შეუძლია ასეთი იყოს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელი არ იყო. დღეს გამოირჩეოდა და შესანიშნავად ჩაატარა აბსოლუტურად ყველა შეხვედრა. შემდეგი ნაბიჯი - ვეცდებით, ამას სტატისტიკაც დაემატოს.

კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო დავითაშვილი 64-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

"რუბინი" 22 ივლისს, უკანასკნელ ტურში "სპარტაკს" მასპინძლობს.

altუტკინი: კვარაცხელია "რუბინმა" სწორედ ამიტომ იყიდა

altხვიჩა კვარაცხელია თვით გაზაევმა აღიარა და ტურის სიმბოლურში შეიყვანა

altკვარაცხელიაზე "ნადირობა" დაიწყო - ესპანური ვარიანტი გამოუჩნდა და "კრასნოდარი" მის შეძენას ცდილობს

alt"როცა თავხედობა ბედნიერებაა" - რუსული გამოცემა კვარაცხელიას აქებს

altკვარაცხელია "რუბინის" გაჭირვების ტალკვესია - თავისი გუნდი ცსკა-სთან მარცხისგან იხსნა [VIDEO]

altხვიჩა - 19 წლის ბიჭი ბურთს ქართულად აგორებს და გულშემატკივრები ეთაყვანებიან

altკვარაცხელიამ გამარჯვების მომტანი ჩინებული საგოლე პასი გააკეთა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 43 /
პანდემიის დროინდელი სტატიიდან ამოღებული - "19 წლის კვარაცხელიამ მშობლიურ ქალაქ წალენჯიხაში 100 დაბალშემოსავლიან ოჯახს ფინანსური დახმარება გაუწია."
ლაშა
17 ივლისი 2020 02:02
0
ეს გოლი რომ გასულიყო იქნებოდა სუპერ.სლუცკი კარგი სპეციალისტია და მაგის ხელში კიდევ მოუმატებს ხვიჩა.წარმატებები.
კახა ქ.
17 ივლისი 2020 01:57
0
სამჯერ ვნახე ეს ვიდეო ისე ვისიამოვნე და თან გიჟივით მეცინებოდა. ეტყობა ფიზიკურად უმატებს, რაც ძალიან სასიხარულოა. ვფიქრობ ხვიჩა უკვე აღარ გაზარმაცდება, ის ისეთ აზარტში შევიდა მეცოდება სეზონი რომ მთავრება. ახლა უფრო მჯერა ევროპაზე რომ გავალთ და თან იქ გავიხარებთ. შრომა და კიდევ შრომა ამ ტალანტს მალე მსოლფიო გაიცნობს.
G.LA
17 ივლისი 2020 01:38
0
ეს არის კოლხური ჟილკა,ეს მეგრული ხასიათია.ქჷგორლუაფუდას ჯიმა სი ჩქიმჲ დუდჲ
ბაჩი
17 ივლისი 2020 00:52
44
მე ვუყურებდი ამ თამაშს და სხვათაშორის მეც მეგრელი ვარ,მაგრამ ასე სისულელეს არ ვფიქრიბდი ვამაყობდი რომ ქართველია.და რაიყო ჩაკვეტაძეთი არ ამაყობ ან ზურიკო პანდემიამდე სწირედ ასეთი ლიდერი იუო.ან ქინქლაძე და ყიფიანი ან მესხი მეგრელები იყვნენ?დავაფასოდ ერთმნეთი და ვიამაყოთ ერთმანეთით.
Mosexoneli
17 ივლისი 2020 08:46
1
Bacos chagetvalaa :))))
გოგლიკო
17 ივლისი 2020 02:55
2
ყველა გამოხმაურება
სამწუხაროდ თამაშს ვერ ვუყურე,მაგრამ რუსული საიტი ტექსტურ რეპორტაჟში,პირდაპირ ამბობს.ის ულაპარაკოდ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყოვო.რომ ის მარტო მიათრევს გუნდს შეტევაში და გოლის არ გატანა,მხოლოდ უიღბლობა იყო.მასზე მეტოქეებს სამი გაფრთხილება მიუღიათ და 89-ე წუთზე ისეთი დრიბლინგი გააკეთა,რომ ყველა გააგიჟა.ესე იგი,ფიზიკურადაც უკვე მომძლავრდა და ძალა ბოლომდე ჰკმარა.ხვიჩამ უკვე იწამა საკუთარი თავისა და ახლა,აღარავისი აღარ ეშინია.დარწმუნებული ვარ,უკვე ზაფხულშივე ექნება შეთავაზებები ევროპიდან,მაგრამ რუბინი,ადვილად არ გაუშვებს და შეიძლება არც ღირდეს ზაფხულშივე წასვლა.აქ ძალიან სწრაფად ვითარდება,სხვაგან კი,შეიძლება ასეთი ნდობა და დრო ვერც მიიღოს.თუმცა დიდხანს რომ არავინ გააჩერებს,ეგეც ცხადია.
სოსო
16 ივლისი 2020 23:57
3
ძალიან მიხარია რო ასეთი კარგი ნიჭიერი და პერსპექტიული ფეხბურთელები გამოჩნდნენნ ქართულ ფეხბურთში კცარაცხელია,ჩაკვეტაძე კიტეიშვილი გვილია ტაბიძე ხარაიშვილი დავუთაშვილი ნინუა და კუდევ სხვები არ მინდა ვინმე გამომრჩეს მე ამ ბიჭების მეიმედება და ისინი ვფიქრობ რო ახდენენ ქარათულ იცნებას და დიდი ტორნირზე ითამაშებენ საქართველოს ნაკრების სახელით წარმაატებები ყველას
gio
16 ივლისი 2020 23:55
0
წარმატება აუცილებლად იქნება თან უმაღლესი. ჩემი ყურით მომისმენია დიდი მამა გიორგი ბასილაძე რას ამბობდა ფეხბურთზე. რომ ვთქვა გაეცინება ბევრს და ჯობია...
ჯიმა
17 ივლისი 2020 00:53
2
დღეს დაიბადა ვარსკვლავი! მე ვნახე თამაში.
თამაზი
16 ივლისი 2020 23:35
0
ეს ბიჭია მოვლენაა, ძაან მაგარს თამაშობს და დარწმუნებული ვარ რომ ძაან დიდი ფეხბურთს ითამაშებს... რა მოძრაობები აქვს, რა დრიბლინგი, რა ტექნიკური არსენალი. 19 ბიჭიო რომ გუნდის ლიდერი იქნება, ბევრი არის ამით ნათქვამი. ხასიათიც როგორი ჟილიკიანი აქვს, სტადიონზე არის ნაგლი. რავი რაა, მე პირადად ძაან მეიმედებაა.
ატლანტამ მხრები გაშალა
16 ივლისი 2020 23:34
0
ხვიჩამაც და ზუკამაც ძალიან კარგად ითამაშეს. ბოლოს ხვიჩას უნდა გაეტანა, მაგრამ მეკარემ აუღო. საოცარია უბრალოდ ხვიჩა. მამუკა ჯუღელს სასწრაფოდ უნდა გაეცალონ თორემ ამ ნიჭის რუსეთში დატოვება საცოდაობაა მაგარი. წარმატებები ბიჭებო
Wisla
16 ივლისი 2020 23:26
2
აღარ ხუმრობს ჩვენი ბიჭი . გაიხარე და გაგვახარე
ლაშა
16 ივლისი 2020 23:20
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული