ლევან შენგელიას გოლი - 2:3, მოპოვებული პენალტი - 3:3, საგოლე გადაცემა - 3:4 და "ქონიასპორი" სუპერლიგაში დარჩა [VIDEO]

AutoSharing Option
ლევან შენგელიას ბენეფისი

თურქეთის ჩემპიონატის ბოლოსწინა, 33-ე ტურში ლევან შენგელიას "ქონიასპორმა" და საბა ლობჟანიძის "ანკარაგიუჯიუმ" ითამაშეს.

"ქონიასპორმა" გასვლაზე საოცარი მატჩი 4:3 მოუგო მეორე ადგილზე მყოფ "ტრაბზონსპორს". შენგელიამ 39-ე წუთზე შეცვალა იევტოვიჩი, როდესაც მასპინძლები 1:0-ს იგებდნენ. მეორე ტაიმში ტრაპიზონელები 3:1 დაწინაურდნენ, 81-ე წუთზე შენგელიამ ანგარიში შესანიშნავად შესრულებული საჯარიმოთი შეამცირა.

88-ე წუთზე ლევანი დრიბლინგით საჯარიმოში შეიჭრა, მცველმა წააქცია, მსაჯმა პენალტი დანიშნა და სკუბიჩმა ანგარიშში თანაფარდობა აღადგინა.

ხოლო 90+1-ე წუთზე ტიურამმა შენგელიას
პასით თავურით გამარჯვების გოლი გაიტანა.

მოკლედ, რაც მაგრად მთელი ჩემპიონატი ვერ ითამაშა, ჩვენებურმა ბოლოს ერთბაშად აინაზღაურა და თავისი გუნდი სუპერლიგაში დატოვა, "ტრაბზონსპორი" კი მეორე ადგილს დასჯერდა - ჩემპიონი "ისტანბული" გახდა.

"ფანატიკი" აღნიშნავს, რომ ქართველი შემტევი მოედანზე უდავოდ საუკეთესო და მატჩის გმირი იყო.

Sportall.Ge

სამწუხაროდ, "ანკარაგიუჯიუ" საკუთარ მოედანზე კომპენსირებულ დროში გაშვებული გოლით 0:1 დამარცხდა "ანტალიასპორთან" და ქვედა დივიზიონში გავარდა. ლობჟანიძე სასტარტოში იყო და 86-ე წუთზე შეცვალეს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
სად იყავი შე კაცო ამდენი ხანი, ააეთი ცაცია ბევრი არ მინახავს საქართველოში, ყოჩაღ! მინიგმირობა ჩაიდინა
1
შენგელიას გმირობაზე გული მიგრძობდა იმენა , საბაზე რა ვთქვა
ლაშა
02:46 20-07-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული