კაშიას წამოწყებული საგოლე შეტევა - ქართველების "სან ხოსე" MLS-ის "პლეი-ოფშია" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ვაკო ყაზაიშვილისა და გურამ კაშიას "სან ხოსე ერსქვეიქსმა" ორლანდოში მიმდინარე MLS-ის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში "ჩიკაგო ფაიარი" დაამარცხა და ამერიკის მთავარი საფეხბურთო ლიგის "პლეი-ოფში" გავიდა.

ორივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო, ვაკო 69-ე წუთზე შეცვალეს, კაშიამ კი სრულად ითამაშა და პირველ საგოლე კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა. გურამმა აუტის ხაზიდან გაუკეთა პასი ცენტრფორვარდ რიოსს, ამ უკანასკნელმა მკერდით დაუგდო იუეილს, რომელმაც მეკარესთან პირისპირ დატოვა არგენიტნელი ესპინოზას და ანგარიშიც გაიხსნა.

"სან ხოსემ" ჯგუფში 2 მატჩი მოიგო, 1 ფრედ ითამაშა, ორ შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა და
პირველი ადგილიც დაიკავა. ქართველების კლუბი პირველი გუნდია, რომელმაც 1/8-ფინალში თამაში გაინაღდა. "ერსქვეიქსი" "პლეი-ოფის" პირველ შეხვედრას მე-3 ჯგუფის წარმომადგენელთან გამართავს.

ეს გუნდი "დი სი იუნაიტედი", "ტორონტო" ან "ნიუ ინგლენდი" შეიძლება იყოს. დიდი ალბათობით, მე-3 ჯგუფში სენსაციურად ჩარჩება ტიერი ანრის გაწვრთნილი "მონრეალ იმპაქტი", რომლის რიგებშიც ვიქტორ ვანიამა და ბოიან კრკიჩი თამაშობენ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
საგოლე კომბინაციაში ყაზაიშვილმაც მიიღო მონაწილეობა, რატომ გამოტოვეთ? მანამდე ვაკომ გაუკეთა პასი თანაგუნდელს, მან დაუგორა მეკარეს, მეკარემ კაშიას და დანარჩენი როგორც ტექსტშია :)))))))))))))))))))))))
sanba
22:25 20-07-2020
0
სასწაული შორტის ფერი აქვს სანხოსეს
jokivich
16:26 20-07-2020
1

სიახლეები პოპულარული