საბჭოთა როკის ლეგენდა: "სპარტაკს" კვარაცხელია სჭირდება

AutoSharing Option
საბჭოთა კავშირის ისტორიაში ერთ-ერთმა პირველმა როკ შემსრულებელმა ალეკსანდრ გრადსკიმ, რომელიც მოსკოვის "სპარტაკის" გულშემატკივარია, საყვარელი გუნდის შესახებ საუბრისას ხვიჩა კვარაცხელიაც ახსენა.

"ზენიტსა" და "სპარტაკს" შორის გამართული რუსეთის თასის ნახევარფინალური მატჩი მომეწონა, პეტერბურგელები კარგად თამაშობდნენ, ბოლოს დაიღალნენ და დაცვა შეუსუსტდათ.

"სპარტაკი" კი ტაქტიკურად სუსტად გამოიყურება, ჯერჯერობით ტედესკო პრემიერლიგას ვერ მოერგო. ფლანგის მცველები საშინლად თამაშობენ, ცენტრალური მცველი ჟიგოც პიკე არაა. არ შეიძლება ზედიზედ 3 შეხვედრა თამაშგარე მდგომარეობაში იცხოვრო.

შეტევაში კი სობოლიოვსა და ლარსენის გარდა ისეთი ფეხბურთელი გვიჭირდება, როგორიც კვარაცხელიაა, ან ზინკოვსკი, თუ ორივე
გვეყოლება, მთლად კარგი,"- განაცხადა გრადსკიმ.

თავად გრადსკი საბჭოთა კავშირში ერთერთი როკ პიონერი გახლავთ და ერთერთმა პირველმა შეასრულა მის მიერვე დაწერილი როკ სიმღერა(იქამდე, საბჭოთა როკ ჯგუფები მსოფლიო როკ ბენდების რეპერტუარს ასრულებდნენ).

მკითხველის კომენტარები / 8 /
რა როკი, რის როკი, ქვეყანა თავზე გვენგრევა და რაზე კამათობთ, წადით რამე გააკეთეთ, ხე დარგეთ, ბოვში გააკეთეთ, სახლი ააშენეთ.
ხალხო
08:26 23-07-2020
0
რას გელაპარაკები ტყუილად, Status quo გაქვს მეტსახელი, რა ჯგუფიც ეგ იყო, ეგრე იცი როკი. ნაზარეთი თუ დაგიგუგლავს, კაია.
Status quo-ს
16:39 21-07-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული