პაპუნაშვილმა "რასინგი" იმედგაცრუებულმა დატოვა

AutoSharing Option
"სარაგოსადან" იჯარით გაშვებული ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი "რასინგს" დაემშვიდობა.

"მოვიდა დრო დაგემშვიდობოთ. სამწუხაროდ, გუნდის დახმარება ვერ მოვახერხე, ძნელია გადმოცემა თქვენთვის და სიტყვების პოვნა რასაც ვგრძნობ. დიდი იმედებითა და ოცნებებით ჩამოვედი, მაგრამ ადამიანებმა სამწუხაროდ, ეს ვერ დაინახეს და არ დააფასეს.

მათ საკუთარი მიზნები და შეხედულებები ჰქონდათ, როგორც აღმოჩნდა ამან არ გაამართლა და ჩვენ მარცხი განვიცადეთ. ეს დიდი გამოცდილება და გამოწვევა იყო ჩემთვის.

მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს თანაგუნდელებს, ისინი საუკეთესოები არიან და უკეთეს იმსახურებენ. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს.

დარწმუნებული ვარ, ამ რთულ
პერიოდს ერთად გადალახავთ და დაბრუნდებით უფრო ძლიერები. წარმატებები!", - წერს პაპუნაშვილი თავის "ფეისბუქის" გვერდზე.

გიორგი სანტანდერულმა გუნდმა მხოლოდ 4 მატჩში ათამაშა, სეგუნდადივიზიონში უკანასკნელ ადგილზე გავიდა და სეგუნდა B-ში გავარდა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეიძლება მან კარიერა "ლუცერნში" გააგრძელოს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ქეცბაია ბრიგადირი არ არის და ანორთოსისი კიდევ კანტორა
ბაჩი
22 ივლისი 2020 10:44
0
ირონიას ნიჭი უნდა, წერას - ცოდნა, როდესაც არც ერთი აქვს ადამიანს და არც მეორე, თავის შეკავება მართებს.
გოჩა
22 ივლისი 2020 04:58
3
ჩაკვეტაძე რელსებზე დააყენეს, ანუ ტრანსფერ!. პორტუგალიის გუნდი ყიდულობს 12 ლიმონად. თუ არ ვცდები „ვარზიმი„. წელს ვერ გადავიდა უმაღლესში, გაისად მგონი გადავა და შეუბერავენ ბიჭები, მთლა კაი ვარიანტი არაა ჩაკვესთვის, მარა გენტისთვის მაგარია, 12 ლიმონი კაი ფულია მათთვის.
ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო!
22 ივლისი 2020 03:50
16
ჩაკვეტაძეზე რა ხდება ახალი რატო არწერთ.? გენტმა ორი ამხანაგური ითამაშა არცერთში არიყო განაცხადში თან 10 ნომრით სხვა თამაშობდა
Bavarieli
21 ივლისი 2020 23:00
6
Davigupet ra...rasingi ki Ara eg chiaturis magaroelshi ar unda atamasho
Otari
21 ივლისი 2020 22:50
25
როცა მასზე მეტს გააკეთებ ცხოვრებაში, მერე იღადავე
War
22 ივლისი 2020 00:31
3
რათქმაუნდა ლუცერნში თამაში ჯობია იქ სკამის ხეხვას, თუმცა ვფიქრობ ერთი სეზონით ქეცბაიასთან ანორთოსისში რომ წავიდეს უკეთესი იქნება თუ რათქმაუნდა თემურს და კვიპროსულ კლუბს სურთ მისი სამსახური.
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
21 ივლისი 2020 22:22
2

სიახლეები პოპულარული