ჯანოს აგენტმა ანანიძის მომავალზე ისაუბრა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძის აგენტმა თეიმურაზ ლეპსაიამ "Р-Спорт-თან" მოკლე კომენტარი ქართველი ფეხბურთელის მომავლის შესახებ გააკეთა.

"ჯანოს კვიპროსულ "ანორთოსისთან" კონტრაქტი უკვე დაუმთავრდა და ამ ეტაპზე შემოთავაზებებს ელოდება. ჯერ-ჯერობით კონკრეტული არაფერია.

რაც მთავარია, ის თავს ძალიან კარგად გრძნობს, ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ აქვს, ძველი ტრავმისაგან სრულად გათავისუფლდა,"- აღნიშნა აგენტმა.

მოგეხსენებათ, ჯანო ანანიძე 11 წლის განმავლობაში იყო მოსკოვის "სპარტაკის" საკუთრება და გუნდი 2020 წელს დატოვა.

მკითხველის კომენტარები / 24 /
ჯანო, საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება ბათუმის "დინამოს" თუ დაეხმარები. წინ ევროთასების შესარჩევია.
მერაბი
15:49 23-07-2020
0
რაც შეუძლია აკეთებს და რატო თხოვთ იმაზე მეტს რაც შეუძლია
შოკირებული გულშემატკივარი
10:44 23-07-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული