zentralplus: "ლუცერნის" კაკაბაძესთან თანამშრომლობის გაგრძელების მიზეზი არ არსებობს

AutoSharing Option
ოთარ კაკაბაძის "ლუცერნი" შვეიცარიის ჩემპიონატზე მეხუთე ადგილზეა და თასის ნახევარფინალში 5 აგვისტოს "იანგ ბოისს" უმასპინძლებს. შვეიცარიულმა zentralplus-მა ვრცელი წერილი გამოაქვეყნა გუნდის პერსპექტივებზე, რომ ფაბიო სელესტინიმ, რომელმაც გუნდი ამა წლის დასაწყისში ჩაიბარა და მიზნად მისი მენტალურად გარდასახვა დაისახა.

გამოცემამ დაცვის ხაზის პრობლემები მიმოიხილა, სხვადასხვა ფეხბურთელები დაახასიათა და კაკაბაძის შესახებაც გამოთქვა მოსაზრება.

"საქართველოს ნაკრების 25 წლის ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. ამჟამინდელი ვითარებიდან გამომდინარე, თანამშრომლობის გახანგრძლივების არანაირი მიზეზი არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ის მრავალფეროვანია, შესაძლებლობებით დაცვასა და შეტევაში
შეზღუდულია და ტექნიკითაც არ გამოირჩევა".

ოთარს ტრავმის გამო ხანგრძლივი პერიოდი გაუცდა და მიმდინარე ჩემპიონატის 17 მატჩში 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
დინამოდან როგორც წავიდა უარესს იმსახურებს! ვინც არ აფასებს გამზრდელს ვერ მიიღებს მადლს!
ვაჟა
23 ივლისი 2020 11:44
5
დინამოდან ძალიან კარგად წავიდა,გაუგებრობის გარეშე და პატივისცემით.ცოტა ადრეც შეეძლო წასვლა და არ იკადრა და შენ თუ მეტი იცი რამე ეგეც დაწერე ბარემ.ამ ინტრიგნებს რა გამოლევს? ბოღმამ არ დაგახრჩოს,ფრთხილად იყავი.
ვაჟა
23 ივლისი 2020 17:54
0
რავა ყოველთვის ჩვენს მოთამაშეებს ტანჯავს ეს ტრავმა.
მახა
23 ივლისი 2020 11:06
0
კიდე 1 ტალანტი ტრამვებით გაწვალებული
შოკირებული გულშემატკივარი
23 ივლისი 2020 10:48
2
კაკაბა თუ ტექნიკით არ გამოირჩევა და მაგ სტატიის ავტორზე რა უნდა ვთქვა, რავიცი (კი ვიცი მარა არ გამომიქვეყნებთ )
Beqnu
23 ივლისი 2020 02:18
3
კაკაბაძემ მაგრად მოუკლო, არადა მისგან ბევრად მეტს ველოდი. ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატზე სიმბოლურშიც მოხვდა და მერე ესპანეთში ნელნელა უკუსვლა დაეწყო. არა მგონია სიზარმაცის ბრალი იყოს, უფრო ტრავმებმა დატანჯა. იმედია აღიდგენს ფორმას.
emigranti
23 ივლისი 2020 00:57
1
რაო? ტექნიკით არ გამოირჩევაო? მადაა, ამ შეფასეის ავტორს ....
1
22 ივლისი 2020 23:04
3
ლუცერნში გადმოსვლა არ იყო სწორი რა და ზოგადად ბევრ ევროპულ ლიგას ისევ რუსეთი სჯობს უბრალოდ არის ხალხი რრომელიც რუსეთში ინგრევენ კარიერას და ეტიკეტი ჩნდება რუსეთზე
კა
22 ივლისი 2020 22:21
12
ესეც ხო ევროპაში თამაშობს თუ მეშლება??? კიდევ ერთი „გააფუჭენ“...რუსეთის ხელი ურევია ალბათ...
G.l.
22 ივლისი 2020 21:08
20
ეგაა ევროპა რომ გაიძახით,კარგი და ძლიერი არსად არ იჩაგრება!
gabo
22 ივლისი 2020 21:00
18
ევროპაში ვითარდებიან არა? დასვამენ სათადარიგოთა სკამზე და განვითარებას დაუწყებენ
გრიგოლი1408
22 ივლისი 2020 20:48
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული