ხვიჩას "სპარტაკი" ვერ აჩერებდა - ერთი პენალტი მოიპოვა, მეორე კი მსაჯმა კუკუიანმა არ დაუნიშნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კვარაცხელია ზედიზედ მესამედ გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი

რუსეთის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში "რუბინი" საკუთარ მოედანზე "სპარტაკთან" 1:2 დამარცხდა.

მასპინძელთა გუნდში როგორც ყოველთვის აქტიური იყო ხვიჩა კვარაცხელია, მან პირველ ტაიმში ორჯერ დაარტყა ბურთი მეტოქის კარში, მაგრამ მეკარე მაკსიმენკომ არ გაატანინა. მე-40 წუთზე სტუმრები პენალტით დაწინაურდნენ, ხოლო 44-ეზე ხვიჩა მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და აირტონმა მოცელა. უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი შემტევი პენალტზე შეგნებულად წავიდა და გამოცდილი ფეხბურთელივით ყველაფერი მოხერხებულად გააკეთა. თერთმეტმეტრიანით ანგარიში იგნატიევმა გაათანაბრა.

შესვენების შემდეგ ხვიჩამ მოედნის ცენტრში ჟიგო და კრალი მოატყუა, საჯარიმოში
იგნატიევს უპასა, მას კი გოლის გატანა გოლკიპერმა არ დაანება. მერე ის ისევ გაექცა მეურვეებს და დაარტყა კიდეც და მიზანს ააცილა. 71-ე წუთზე კი ყაზანელთა კარში ისევ პენალტი დაინიშნა და ლარსონმა თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

არბიტრ კუკუიანს შეეძლო ხვიჩას საჯარიმოში წაქცევისათვის 90-ე წუთზე კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი დაენიშნა, მაგრამ ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ ჩათვალა, რომ წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია და ჩვენებურს სიმულანტობისთვის ყვითელი ბარათი უჩვენა.

ზურიკო დავითაშვილი 65-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და "სპარტაკის" მცველ ჯიქიას ყვითელი ბარათი მიაღებინა.

"რუბინმა" ჩემპიონატი 35 ქულით მე-10 ადგილზე დაასრულა - კვარაცხელიამ 3 გოლი გაიტანა, ხოლო დავითაშვილმა - 2.

მატჩის მიმოხილვაში "სპარტაკის" საიტი აღნიშნავს, რომ ტექნიკურმა კვარცხელიამ მათ დაცვას უამრავი პრობლემა შეუქმნა.

მკითხველის კომენტარები / 25 /
ვუყურე მაგ თამაშს, პირველ ტაიმში აიკლო მარცხენა ფრთა, მშვენიერი დარტყმებიც ჰქონდა, საგოლე პასიც გააკეთა დრიბლინგში, მაგრამ ვერ გაიტანეს, გამიხარდა, რომ პენალტის შემთხვევაში მარჯვენა ფრთიდანაც დაიფრინა მეტოქეები, ეს იმას ნიშნავს რომ შეზღუდული არ არის მოედანზე და ჩაკვეტაძესთან გაიყოფს მოედანს, შესვლაზე შესული დავითაშვილმაც კარგი ეპიზოდი შემოგვთავაზა, ასე რომ ნაკრებში კარგი ნახევარდამცველები ბლომად გვყავს: საყრდენები-კანკავა,ნინუა,კვეკვესკირი, შემტევები, კიტეიშვილი,გვილია,ჩაკვეტაძე,კვარაცხელია,ოქრიაშვილი,დავითაშვილი ყაზაიშვილი,ლობჟანიძე, შენგელია, წინ ალბათ ქვილითაია ან ერთ-ერთი ზემოდ ხსენებული.
მინდია
22 ივლისი 2020 22:34
2
ყოჩაღ ხვიჩას. უკვე თვალში საცემია ზედეიზედ მეორე პენალი ხვიჩამ გააზრებულად აკიდა, ისე როგორც მართლაც გამოცდილმა ფეხბურთელმა. ხვიჩა უკვე გრძნობს, მის ტექნიკურ დრიბლინგს მცველები ვერაფერს უპირისპირებენ და ისიც საჯარიმოში ცდილობს წამოაგოს მცველები. ამით უკვე გუცაევს მაგონებს. წარმატება ხვიჩას!
G.LA
22 ივლისი 2020 23:52
0
ყველაფერი აქვს - ფიზიკას მაგრად მოუმატა, ტექნიკაზე ხომ ლაპარაკიც უხერხულია, მშვენიერ ხედვა და კარგი პასიც აქვს - ერთია საჭირო მხოლოდ - ცოტა დარტყმის "პრიცელის" გასწორება და დახატავდა სრულად!
ლევანი
23 ივლისი 2020 00:01
0
კარგი იყო დღეს ჩვენი ბიჭი, საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა,ბოლო ეპიზოდში ცოტა უკეთ რო გაეჩერებინა ბურთი ალბათ შეაგდება გოლსაც, პენალტის ეპიზოდიც საკამთოა შეეძლო მსაჯს დაედო. ეხლა მთავარია ეს ფორმა შეინარჩუნოს სანაკრებო თამაშებისთვის , მითუმეტეს თუ სწორად ვიცი ახალი სეზონი რუსეთში აგვისტოში დაიწყება
Batumi90
22 ივლისი 2020 22:23
1
ოქრისთან, ვაკოსთან, ჯანოსთან დიდი ბოდიში მაგრამ დაიხურეთ ქუდი მობრძანდით ნაკრების თამაშზე და უყურეთ ჩვენთან ერთად ამ ვარსკვლავ ბიჭუნებს და ერთად დავტკბეთ. კვარა, ჩაკვე, კიტე, გვილია, აბრეზიჩი, შენგელია, თაობა რომლებმაც უნდა გაგვახარონ.., დაცვაში და კარში ვინც გენებოთ დააყენეთ)))
ჯიჯი
22 ივლისი 2020 23:46
6
ამითი იგივე კვარაცხელიას და ჩაკვეტაძესაც აკნინებთ. ოქრიაშვილი არის 100% ნაკრების ფეხბურთელი. უნიჭიერესი კაცი
გადასარევი გიორგი
23 ივლისი 2020 10:24
2
ოქრი არ ოქრი სწორედაც საჭიროა.პოზიცია უნდა შეუცვალოს ვაისმა მას შეუძლი ბევრ ადგილას თამაში ართმევაზეც მაგარია.ოქრი თავიდანვე მარცხენა მცველად აგეზარდათ მარსელოს დონის იქნებოდა მეტი თუარა.
Mosexoneli
23 ივლისი 2020 08:12
3
ჩაკვეტაძე მარცხნივ-მარჯვნივ კვარაცხელია
უეჭველი ნაკრებში ჩემი აზრით
ბაჩო
22 ივლისი 2020 22:58
1
უპასა და მომპასი კიდე, წერეთ ქართულად...
ლევანი
23 ივლისი 2020 03:27
2
ძალიან ძლიერი ფეხბურთელი იზრდება
mgeli
23 ივლისი 2020 00:32
2
კი, ჩაკვეტაძესავით
:)))
ილუზიებიიიიი
23 ივლისი 2020 12:12
6
თამაშიდან თამაშამდე იზდება ფეხბურთელი და უმატებს ხვიჩამ უკვე ყველას დაანახა თუ რამხელა პონტენციალის ნიჭის და ტალანტის მქონე ფეხბურთელია იმედი მაქვს მომავალ სეზონში ხვიჩას ამ ლამაზ თამაშს ბევრი გოლებიც და ასისტებიც დაემატება წარმატებები ხვიჩას და იმედი მაქვს მალე ზურიკოც გახდება ძირითადის ფეხბურთელი წარმატეები ორვეს.
ზურა
22 ივლისი 2020 23:54
1
ჩემს აზრით ამ თამაში მააჯები აშკარად ეხმარებოდნენ სპარტაკს ბოლოს იქაც იყოო ხვიჩაზე პენალტი და არ დაუდეს
გიო
23 ივლისი 2020 00:23
0

სიახლეები პოპულარული