კვარაცხელია "სპარტაკში"? - ტრანსფერზე ჯიქია "მუშაობს"

AutoSharing Option
ცნობილმა რუსმა კომენტატორმა კონსტანტინ გენიჩმა "სპარტაკთან" ნამატჩევს "რუბინის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია შეაქო და განაცხადა, რომ დედაქალაქური გუნდის კაპიტან გიორგი ჯიქიას მასთან საუბარი ჰქონდა.

"თუ ჩემპიონატის განახლების შემდგომ მონაკვეთს ავიღებთ,  მაშინ პირადად ჩემთვის ამ პერიოდის საუკეთესო მოთამაშე ხვიჩაა. არაორდინალური, თამამი, გაბედული, თანამედროვე. ჩემთვის ის 100%-ით საზაფხულო პერიოდის MVP-ა.

მიუხედავად იმისა, რომ მე ინსაიდერი არ ვარ, მაგრამ საკმაოდ საიმედო წყარო ამბობს, რომ გუშინ ჯიქია ხვიჩას "სპარტაკში გადასვლაზე "ამუშავებდა". მან, რა თქმა უნდა, ხელმძღვანელობასთან გაუშვა, მაგრამ თითქოს თავად წინააღმდეგი არაა. კარგი ტრანსფერი იქნებოდა",
- წერს გენიჩი თავის "ტვიტერზე".

სხვათა შორის, მატჩის მიმოხილვაში "სპარტაკის" საიტმა აღნიშნა, რომ ტექნიკურმა კვარცხელიამ მათ დაცვას უამრავი პრობლემა შეუქმნა.

"სპარტაკის" ახალმა გენერალურმა დირექტორმა შამილ გაზიზოვმა განაცხადა, რომ ტრანსფერებზე მუშაობენ, მაგრამ იმისათვის, რათა ფეხბურთელების ფასები მათმა კლუბებმა არ გაუზარდონ, ამ მოთამაშეების ვინაობას არ გაამხელს.

altკვარაცხელია: საჭიროა კიდევ მეტი მუშაობა და მომატება

altსლუცკი ამბობს, რომ კვარაცხელიაზე მეორე პენალტიც იყო - ის ყაზანელთა ლალის თვალია

altხვიჩას "სპარტაკი" ვერ აჩერებდა - ერთი პენალტი მოიპოვა, მეორე კი მსაჯმა კუკუიანმა არ დაუნიშნა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 16 /
რუბინის ხელმძღვანელობას ჭკუა,რო აქვს მაგიტომ გაუფორმეს ხვიჩას 5 წლიანი კონტრაქტი და ეხლა ზუსტად მაგ ჭკუაზე არიან,ჯიქიას დაკერინონ ხვიჩა და სპარტაკში გაუშვან. დაიტოვებენ და თუ ასე ითამაშა კიდევ ერთი სეზონი 15 ან 20 მილიონად თავისუფლად გაყიდიან. ეხლა რა 20 მილიონის გადამხდელია სპარტაკი.
გოგა
23 ივლისი 2020 20:25
0
აბა,დედამოკლულო აგენტებო! ვინ უფრო სწრაფად დაუნგრევთ მომავალს უნიჭიერეს კვარას!გიორგი ხომ მოინელეთ უკვე!რაც შეიძლება იჩქარეთ,იქნებ ოქტიმბრამდე მოასწროთ! მერე კიდევ გამოჩნდება ვინმე და თქვენს ვაჭრუკუნა ბედის ძაღლსაც კი შეშურდება. "საცა ძვალს ხრავს, ძაღლი იქ ყეფს".მოიკითხეთ თქვენი კეთილები.
დ.დ.
23 ივლისი 2020 20:23
3
ამ ბიჭის სპარტაკში გადასვლა არის სრული უაზრობა დარჩეს რუბინში გააგრძელოს ისევე როგორც თამაშობს და გაისად უჭველი კაი ევროპული გუნდი აიყვანს მთავარია არ მოუკლოს და იშრომოს.
zurabi
23 ივლისი 2020 20:05
2
რა უნდა სპარტაკში?რუბინში ხვიჩას ჰყავს მწვრთნელი,რომელიც ენდობა და რომელთამაც აშკარად პროგრესირებს.სპარტაკთან უკვე მთელ ფრონტზე მოქმედებდა.ესე იგი მწვრთნელმა სრული თავისუფლება მისცა და ხვიჩამაც ორივე ფრთიდან აიკიდა პენალტები.(მართალია მარცხენა ფლანგიდან არ დანიშნა მსაჯმა,მაგრამ ხვიჩამ ხომ გააკეთა)ესე იგი მარჯვენა ფლანგიდანაც შეუძლია სრულფასოვანი თამაში და ცენტრიდანაც.სლუცკის ეს აღმოჩენა, სულზე მისწრებაა ჩვენი ნაკრებისათვის.სპარტაკი საკმაოდ ძლიერი,მაგრამ მორბენალი გუნდია,ფიზიკაზე აწყობილი და სურთ,ორი სამი შემოქმედი ფეხბურთელი ჩართონ გუნდში.მანდ ისეთ თავისუფლებას არავინ მისცემს და მხოლოდ ფინანსურად იხეირებს.ვფიქრობ ხვიჩა რუბინს, რუსეთის გუნდისათვის არ დატოვებს და არც სადმე სხვაგან წავა,ამ ზაფხულს.მომდევნო ორ ფანჯარაში კი,თუ ჯანმრთელად იქნა,მისი აქციები ძალიან აიწევს და რომელიმე ტოპ ლიგისათვის,თვითონაც მზად იქნება
სოსო
23 ივლისი 2020 19:49
1
დღეს ვუსმინე ხვიჩას ინტერვიუს პალიტრაზე და აბსოლიტურად ყველაფერზე აქვს ნაფიქრი, იცის რას აკეთებს და ისიც იცის როგორ უნდა წარმართოს კარიერა... რუსეთში ჩემი აზრით სხვა გუნდში არ უნდა გადავიდეს, რუბინში სათამაშო დრო აქვს და რაც მთავარია მწვრთნელი ენდობა, სლუცკის იმედად არის ქცეული... ერთადერთი პლუსი რაც ექნება რუბინიდან გადასვლას, ეს არის რომ სხვა გუნდში უკეთესი შემსრულებლები იქნებიან და ამის ნაშრობს არ გაანიავებენ, უფრო რეზულტატული იქნება ხვიჩას გრაფა მაგრამ სპარტაკი ეგ გუნდი არ მგონია და საერთოდაც ჯობია რუბინში დარჩეს და ლიდერი იყოს გუნდის, მეტად განვითარდება, გამოცდილებას შეიძენს და მერე უეჭველი უნდა წავიდეს ევროპაში, ეგრე თქვა თვითონაც დღევანდელ ინტერვიუში.
ატლანტამ მხრები გაშალა
23 ივლისი 2020 19:22
0
სპარტაკში ის ელის რაც ჯანოს. რუსეთში არცერთ კლუბთან არ უნდა გააფორმოს კონტრაქტი. ერთი წელიც ითამაშოს რუბინში და დაიტაცებენ ევროპული კლუბები. თან ზაფხულში ევროპაც თუ ითამაშა საქართველოს რიგებში
რა უნდა სპარტაკში
23 ივლისი 2020 18:53
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული