ყაზანის "რუბინის" მთავარი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი გუნდის დაბალ შედეგიანობასა და ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს.
"დაბალი შედეგიანობის ახსნა შესაძლებელია. ჩვენ საკმარის საგოლე მომენტებს ვქმნიდით. თუ გაეცნობით xG (პოტენციური გოლები) სტატისტიკას, ნახავთ, რომ სეზონის ბოლოს ის საკმაოდ მაღალი იყო.
შეტევაში ჩვენ გვყავდა აშკარად გამოკვეთილი ლიდერები, მაგალითად, კვარაცხელია, მაგრამ არ იყო ადამიანი, რომელიც შეტევებს სტაბილურად გოლით დაასრულებდა. იგნატიევს პირველი გოლის გასატანად იმაზე მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე ველოდით.
ხვიჩა ახალგაზრდა ფეხბურთელის საზღვრებში აღარ არის. ის უნდა შეფასდეს, როგორც სრულფასოვანი ფეხბურთელი. რესტარტის შემდეგ კვარაცხელია "რუბინის"
ყველაზე საინტერესო და საუკეთესო ფეხბურთელია. მის გაყიდვას არ ვაპირებთ, მაგრამ თუ იქნება სუპერწინადადება, გუნდი მას განიხილავს", - ამბობს სლუცკი.
მომზადებულია sports.ru-სა და business-gazeta.ru-ს მიხედვით.